jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ლაბორანტი
მომწოდებელი: პათოლოგიის კვლევითი ცენტრი
გამოქვეყნდა: 1 ივლისი / განცხადების ვადა: 1 აგვისტო

"პათოლოგიის კვლევითი ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ლაბორანტის პოზიციაზე

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ჩაჩავას 1 (თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს უკანა ეზო)
სამუშო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 09:30-18:30 ჩათვლით, შაბათს 10:00—15:00

ძირითადი მოვალეობები:

** უმცროსი ექიმის ასისტირება;
** შესაბამის პროგრამაში მუშაობა;
** მაკროსკოპიების ასახვა კლინიკაში დანერგილი წესების შესაბამისად;
** მიკროტომთან მუშაობა შესაბამისი პროტოკოლის დაცვით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** პროფესიული (ექთანი/ლაბორანტი) ან უმაღლესი განათლება (აუცილებელია სამედიცინო ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განხრით - ქიმია, ბიოლოგია, ბიოქიმია და ა.შ);
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** დროის ეფექტური გადანაწილებისა და ვადების კონტროლის უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** საბაზისო კომპიუტერული უნარ-ჩვევები.

სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის და დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV მეილზე: t.jincharadze@pathlab.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: " ლაბორანტი"

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |