jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მიმღების თანამშრომელი/ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Urban Apartments 116
გამოქვეყნდა: 1 ივლისი / განცხადების ვადა: 1 აგვისტო

სასტუმრო "Urban Apartments 116", რომელიც მოიცავს 15 სრულყოფილ აპარტამენტს, აცხადებს ვაკანსიას რეცეფციონისტის/ადმინისტრატორის პოზიციაზე.

მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ სფეროში (არ ქონის შემთხვევაში შევასწავლით ადგილზე);
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა - სავალდებულოა, დამატებით ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** კომუნიკაბელურობა;
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** შრომისმოყვარე, ენერგიული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალური.

მოვალეობები:

** სტუმრების მიღება, რეგისტრაცია, განთავსება;
** ჯავშნების სისტემაში შეტანა;
** სტუმრების გაწერა, ანგარიშსწორება;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი;
** სასტუმროში არსებული სერვისების სტუმრებისთვის შეთავაზება;
** სტუმრებთან თავაზიანი ურთიერთობა და მათ მოთხოვნებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება;
** ცვლებში მუშაობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო გარემოში მუშაობას
** მეგობრულ კოლექტივს
** სტაბილურ ხელფასს
** პროფესიულ ზრდას

პირობები:

** სამუშაო განრიგი: 3 დღეში 1 ხელ 24 საათი.
** ანაზღაურება ცვლაში 80 ლარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე, ფოტოსურათით ელფოსტის მისამართზე: UrbanApartments116@gmail.com. ელფოსტის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

მისამართი: თბილისი, აღმაშენებლის გამზირი 117

საკონტაქტო 591270808



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |