jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: დაწყებითი საფეხურის კოორდინატორი
მომწოდებელი: ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა
გამოქვეყნდა: 1 ივლისი / განცხადების ვადა: 1 აგვისტო

"ბაქსვუდის სკოლა - თბილისი" აცხადებს ვაკანსიას 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებითი საფეხურის კოორდინატორის პოზიციაზე როგორც, წყნეთის ასევე, მარშალ გელოვანის ფილიალში.

ბაქსვუდის სკოლა მოწოდებულია შექმნას ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული გარემო.

დასაქმების დროს ყველა კვალიფიციური აპლიკანტის განცხადება განიხილება თანაბარ საფუძველზე.
ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა 2000 წელს შეიქმნა გაეროს ასოციაციის საერთაშორისო სკოლის სახელით თბილისში. 2007 წლიდან სკოლა ზემო წყნეთში გადავიდა, სადაც უკვე 2009 წელს ბაქსვუდის სკოლის სახელი მიიღო. ასე შეიქმნა პირველად საქართველოში ტრადიციულ ბრიტანულ საგანმანათლებლო მოდელზე აგებული სასწავლო სივრცე, რომელსაც უკვე 23 წლიანი გამოცდილება აქვს განათლების სფეროში.

პოზიციისათვის აუცილებელი საკონკურსო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი, სასურველია ფსიქოლოგიის მიმართულებით (დასაშვებია მაგისტრატურის სტუდენტიც);
** გამოცდილება: სკოლის ასაკის მოზარდებთან მუშაობა (სასურველია სკოლის სივრცეში);
** ბანაკებისა და ტრენინგების გამოცდილება, მოხალისეობრივი საქმიანობა ჩაითვლება უპირატესობად.
** გამოცდილება: მინ. 1 წელი

საჭირო კომპეტენციები:

** ეფექტური ვერბალური და ციფრული კომუნიკაციის უნარები;
** საბაზისო კომპიუტერული უნარები;
** პროფესიული ზრდის ინტერესი და მოტივაცია;
** გუნდური მუშაობისა და პოზიტიური სამუშაო ატმოსფეროს ხელშეწყობის უნარები;
** ინგლისური ენის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესად)

კლასი: I-IV
სამუშაო დატვირთვა: 09:30 საათიდან - 17:00 საათამდე (შაბათ კვირის გარდა)
ანაზღაურება: ბაქსვუდში ანაზღაურების წესი ინდივიდუალურია და განისაზღვრება კანდიდატთან შეთანხმებით საკონკურსო კრიტერიუმების შესაბამისად.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: career@buckswood.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - დაწყებითი საფეხურის კოორდინატორი

"ბაქსვუდის სკოლა" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |