jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მძღოლ-დისტრიბუტორი
მომწოდებელი: მეგატექნიკა
გამოქვეყნდა: 1 ივლისი / განცხადების ვადა: 1 აგვისტო

"მეგატექნიკა" უკვე 27 წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოში საყოფაცხოვრებო და ციფრული ტექნიკის ბაზარზე. "მეგატექნიკა"-ს ქსელი 20-მდე ფილიალს და 100-მდე პარტნიორ მაღაზიას მოიცავს, ასევე ტექნიკის ონლაინ მაღაზიას, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს ტექნიკის შეძენა სახლიდან გაუსვლელად მთელი საქართველოს მასშტაბით შეუძლია. "მეგატექნიკა" ოფიციალური და ექსკლუზიური პარტნიორია არაერთი ისეთი მსხვილი ბრენდის როგორებიცაა: Samsung, Apple, Hisense, Simfer, Electrolux, Philips, Lenovo, Acer და სხვა.

"მეგატექნიკა" განვითარებასა და ზრდაზე ორიენტირებული კომპანიაა. აქ დაგხვდებათ მეგობრული გარემო და კონკურენტუნარიანი ანაზღაურება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://www.megatechnica.ge

საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელი "მეგატექნიკა" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-დისტრიბუტორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციით დატვირთვა და დაუზიანებლად გადატანის უზრუნველყოფა;
** შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** სატრანსპორტო საშუალების წესრიგზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა - B კატეგორია, მექანიკა (სავალდებულოა);
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებისადმი ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** მოტივირებულობა.

საწვავი და მანქანა უზრუნველყოფილი იქნება კომპანიის მხრიდან.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV/რეზიუმე მისამართზე: info@megatechnica.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 579 566262

წერილის თემის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის შესაბამისი პოზიციის დასახელება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |