jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ATM ტექნიკოსი
მომწოდებელი: ბს/2 ჯორჯია
გამოქვეყნდა: 1 ივლისი / განცხადების ვადა: 1 აგვისტო

"ბს/2 ჯორჯია"-ს გუნდში ვეძებთ ATM ტექნიკოსს

"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (http://www.bs2.ge). ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში. ჩვენ ვქმნით ინოვაციურ პროგრამულ უზრუნველყოფას და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ბანკებისთვის, საფინანსო და სავაჭრო დაწესებულებებისთვის.

ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია:

** ბანკომატებზე ტექნიკური მომსახურების განხორციელება;
** ბანკომატის ნაწილების შეკეთება-გამოცვლა;
** პრევენციული ტექნიკური სამუშაოების ჩატარება;
** პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალირება;
** ქსელების საფუძვლების ცოდნა (TCP/IP, LAN);
** კომპიუტერის არქიტექტურის ცოდნა.

მოთხოვნები:

** პირადი მსუბუქი ავტომობილის ფლობა;
** ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნა;
** განათლება ტექნიკური მიმართულებით;
** შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა - B1;
** ახალი ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისების სურვილი და შესაძლებლობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ავტომობილის დაზღვევას;
** საკომუნიკაციო და სატრანსპორტო ხარჯებს, საჭიროების შემთხვევაში;
** Fitpass ბარათს;
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ზეგანაკვეთური (არსებობის შემთხვევაში).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@bs2.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - "ATM ტექნიკოსი".

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |