jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: თაიმი
გამოქვეყნდა: 1 ივლისი / განცხადების ვადა: 1 აგვისტო

საათებისა და აქსესუარების კომპანია "TI`ME" 2013 წლიდან წამყვან პოზიციას იკავებს საქართველოს ბაზარზე. კომპანიის პრიორიტეტი ხარისხი და მრავალფეროვნებაა. იგი მსოფლიოში 40-ზე მეტი ბრენდის წარმომადგენელია. კომპანია მუდმივად ზრუნავს თქვენს კეთილგანწყობაზე.

"TI`ME"-ის მუდმივად მზარდ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში ვეძებთ ენთუზიაზმით სავსე და მოტივირებულ კანდიდატებს გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

ჩვენი გუნდის აქტივობების შესახებ ეწვიეთ LINKEDIN გვერდს - TI`ME Georgia

კომპანიის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: TI`ME

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით მომსახურების გაწევა;
** მომხმარებლისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, როგორც პროდუქციის შესახებ, ასევე არსებულ აქციებთან დაკავშირებით;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის ფასმაჩვენებლებით გაფორმება ბრენდების მიხედვით მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვით;
** პროდუქციის ფასმაჩვენებლის პროგრამულ ფასთან შესაბამისობაში მოყვანა;
** პროდუქციის მაღაზიაში გასაყიდად მომზადება;
** პროდუქციის გაყიდვის გატარება და სალაროზე თანხის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ან რუსული ენის სასაუბრო დონეზე ფლობა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

სამუშაო გრაფიკი: 5 დღიანი, 2 დღე დასვენება.

I - ცვლა 10:00-დან - 19:00 საათამდე,
II - ცვლა 13:00-დან - 22:00 საათამდე (მოლის ფილიალები)

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა.
** ტრენინგები და განვითარება.
** წლიური ნომინაციები.
** ბრენდირებული საჩუქრები.
** ბონუსი ინდივიდუალურად შესრულებული სამუშაოსთვის (KPI)
** ფიქსირებული ბონუსი
** დეკრეტული შვებულებიდან დაბრუნების ბონუსი
** Fitpass
** თანამშრომლის ფასდაკლება პროდუქციაზე

განაცხადის შემოტანის პროცედურა:

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გაიაროთ მარტივი რეგისტრაცია ბმულზე: https://timeteam.bamboohr.com/careers/69?source=aWQ9NDU%3D და გადმოაგზავნოთ რეზიუმე /CV.

კომპანიის მხრიდან დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენს მიერ CV გადმოგზავნით, რომელიც შეიცავს პირად მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოხატავთ თანხმობას იმის შესახებ, რომ კომპანიას შეუძლია თქვენი პირადი ინფორმაციის შენახვა.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |