jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სტაჟირება
მომწოდებელი: ჯი-თი მოტორსი
გამოქვეყნდა: 1 ივლისი / განცხადების ვადა: 1 აგვისტო

შპს "ჯი-თი მოტორს"-ი, რომელიც არის BMW, MINI, Jaguar, Land Rover, Ford და Suzuki საავტომობილო ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში იწყებს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას საავტომობილო სერვისის ყველა მიმართულებით.

თუ გაინტერესებთ ავტო სფერო და ხართ მოტივირებული, განავითაროთ თქვენი ტექნიკური უნარ-შესაძლებლობები, გეძლევათ შანსი გაიაროთ პრაქტიკული სწავლება ჩვენს ავტოსერვისში და შეისწავლოთ მაღალანაზღაურებადი პროფესია საერთაშორისო ბრენდების სტანდარტების მიხედვით.
კანდიდატები დასაქმდებიან ავტოსერვისის ისეთ მიმართულებებზე, როგორიც არის სამღებრო-სათუნუქე საქმიანობა, სავალი ნაწილის, ტრანსმისიის, ძრავის და ელექტრობის შეკეთება.

სტაჟირების გავლის შემდეგ, წარმატებული კანდიდატები დასაქმდებიან კომპანიაში ტექნიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ავტოსერვისში შემოსული ავტომობილის მომსახურება-შეკეთებაში აქტიური მონაწილეობის მიღება.

მოთხოვნები:

** სასურველია საავტომობილო სფეროს ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ფლობა;
** სასურველია მართვის მოწმობის B კატეგორიის ფლობა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოწესრიგებულობა;
** პუნქტუალურობა.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი #155
სამუშაო განაკვეთი: სრული

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნოთ CV მისამართზე vacancy@gtmotors.ge და საგნის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: სტაჟირება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |