jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: კაფე-ბარი გრაფიკა
გამოქვეყნდა: 1 ივლისი / განცხადების ვადა: 1 აგვისტო

სოლოლაკში, ლერმონტოვის 5 ნომერში მდებარე "კაფე გრაფიკა და ბუტიკური ტიპის სასტუმრო პლატფორმა" აცხადებს ვაკანსიას კონტრაქტორ სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე

პირობები:

** გრაფიკი: მოქნილი, დისტანციური რეჟიმი
** ანაზღაურება: 1000ლ

ძირითადი მოვალეობები:

** პოსტების ტექსტის მომზადება სოციალური ქსელის გვერდებისთვის (Copywriting);
** პოსტების განთავსება სოციალური ქსელის გვერდებზე;
** სოციალური ქსელის (Facebook, Instagram tiktok) გვერდების მართვა;
** სოციალური ქსელის მომხმარებელთან დროული კომუნიკაცია;
** სოციალური ქსელის გვერდის სტატისტიკის მონიტორინგი და ანალიზი;
** სოციალური მედია მარკეტინგის სხვადასხვა პროექტების დაგეგმვა და მართვა (Facebook, Instagram);
** სოციალური არხებისთვის კონტენტის შექმნა;
** მიზნობრივი აუდიტორიის შესწავლა და ანალიზი;
** ციფრული მედიის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია გრაფიკული პროგრამების ცოდნა;
** კრეატიულობა;
** გამართულად და საინტერესოდ წერის შესაძლებლობა;
** ინგლისური და ქართული ენების ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მეილზე და სათაურის ველში მიუთითოთ სასურველი პოზიცია: info@grafikatbilisi.ge



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |