jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ავტოსადგომის ადმინისტრირების მენეჯერი
მომწოდებელი: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ცენტრალი
გამოქვეყნდა: 1 ივლისი / განცხადების ვადა: 1 აგვისტო

შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ცენტრალი" აცხადებს ვაკანსიას ავტოსადგომის ადმინისტრირების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

"ცენტრალი" გთავაზობთ:

** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს.

ძირითადი მოვალეობები:

** ავტოსადგომზე არსებული ავტომობილების სრული ინფორმაციის ფლობა;
** პერიოდულად ავტოსადგომის მონიტორინგი და ნებისმიერი დარღვევის ან საეჭვო ქმედების შესახებ შეტყობინება;
** ავტომობილების აღრიცხვის წარმოება;
** ავტომობილების მდგომარეობის შესწავლა, საჭირო ქმედებების განხორციელება ავტომობილის მწყობრში მოსაყვანად საჭიროების შემთხვევაში;
** ავტომობილების ეფექტური გაყიდვა;
** მომხმარებელთან მოლაპარაკების წარმოება;
** ავტომობილების გაყიდვის პროცესში ჩართულობა;
** ავტოსადგომის ტერიტორიაზე წესრიგის უზრუნველყოფა.

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უპირატესობა მიენიჭება მეორადი ავტომანქანების გაყიდვაში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს;
** ავტომობილის მართვის მოწმობა B კატეგორია (სასურველია ასევე მართვის მოწმობის C კატეგორიის ქონა);
** სასურველია ავტომობილის ტექნიკური მხარის სამოყვარულო ან პროფესიონალურ დონეზე ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, შემდეგი ელფოსტის მისამართზე: hr@central.ge არაუგვიანეს 01/08/2024. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |