jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: IM Plus Pharma
გამოქვეყნდა: 1 ივლისი / განცხადების ვადა: 1 აგვისტო

ევროპული ფარმაცევტული კომპანია "Im Plus Pharma" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო, გაგარინის ქ. #1
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00

ძირითადი მოვალეობები:

** ფინანსურ პროგრამაში ინფორმაციის სიზუსტის უზრუნველყოფა, ანალიტიკა და ხარვეზების აღმოფხვრა;
** ფინანსური რეპორტების მომზადება;
** ფინანსური აღრიცხვა და ნაშთების სიზუსტის კონტროლი;
** ყოველთვიური არასტანდარტული გატარებების მომზადება და საიმპორტო ფორმატში გადაყვანა;
** დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;
** საგადასახადო და სხვა დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;
** დირექტორატისა და სხვა უფლებამოსილი პირის მოთხოვნით ანგარიშების/რეპორტების მომზადების უზრუნველყოფა;
** კომპანიის მიერ განხორციელებული ყველა ოპერაციის ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვის სისწორის და სისრულის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** კომპანიის ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბუღალტერია/ფინანსების განხრით;
** მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება;
** ქართული და რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა და გამართული მეტყველება;
** საბაზისო ინგლისური ენის ცოდნა სასურველია;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
** ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
** საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** Excel-ის საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა;
** ბუღალტრული პროგრამების ცოდნა
** პრიორიტეტი მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს გამოცდილება ფარმაცევტულ საქმიანობაში ფინანსური განხრით.

უნარები და კომპეტენციები:

** ათვისებისა და განვითარების უნარი;
** შრომისმოყვარეობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა, ენერგიულობა, ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** გარემოში ადაპტაციისა და პრობლემების გადაწყვეტის უნარი.

** ანაზღაურება განიხილება კონკრეტულ შემთხვევებში კანდიდატის კომპეტენციებიდან და უნარებიდან გამომდინარე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად მისამართზე: vacancy@implus.ge გთხოვთ "Subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ბუღალტერი



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |