jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მოსწავლის პერსონალური ასისტენტი
მომწოდებელი: ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა
გამოქვეყნდა: 1 ივლისი / განცხადების ვადა: 1 აგვისტო

"ბაქსვუდის სკოლა - თბილისი" აცხადებს ვაკანსიას 2023-2024 სასწავლო წლის მოსწავლის პერსონალური ასისტენტის პოზიციაზე მარშალ გელოვანის ფილიალში.

ბაქსვუდის სკოლა მოწოდებულია შექმნას ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული გარემო.

დასაქმების დროს ყველა კვალიფიციური აპლიკანტის განცხადება განიხილება თანაბარ საფუძველზე.
ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა 2000 წელს შეიქმნა გაეროს ასოციაციის საერთაშორისო სკოლის სახელით თბილისში. 2007 წლიდან სკოლა ზემო წყნეთში გადავიდა, სადაც უკვე 2009 წელს ბაქსვუდის სკოლის სახელი მიიღო. ასე შეიქმნა პირველად საქართველოში ტრადიციულ ბრიტანულ საგანმანათლებლო მოდელზე აგებული სასწავლო სივრცე, რომელსაც უკვე 21 წლიანი გამოცდილება აქვს განათლების სფეროში.

2023-2024 სასწავლო წლიდან ბაქსვუდის სკოლა გაფართოებას იწყებს, რაც გულისხმობს ახალ ინფრასტრუქტურულ და პროგრამულ პროექტებს განახლებულ გუნდთან ერთად.

სამუშაო დატვირთვა: 09:30 საათიდან 17:00 საათამდე (შაბათ კვირის გარდა);
ანაზღაურება: ანაზღაურების წესი ინდივიდუალურია და განისაზღვრება კანდიდატთან შეთანხმებით საკონკურსო კრიტერიუმების შესაბამისად.

პოზიციისათვის აუცილებელი საკონკურსო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხს ფსიქოლოგიის მიმართულებით
** სპეც. საჭიროების პირებთან თერაპიული პროცესის წარმართვის გამოცდილება
** სასკოლო ასაკის მოსწავლეებთან გამოცდილება

ძირითადი მოვალეობები:

** კონკრეტული მოსწავლის ქცევაზე რეაგირება და მისი საჭიროებების მიხედვით საგაკვეთილო პროცესში და ასევე მის მიღმა სასკოლო დღის განმავლობაში მხარდაჭერა/ასისტირება
** მოსწავლის მშობელთან, მასწავლებლებთან და კლასის ტუტორთან მჭიდრო კოორდინაცია
** კონკრეტულ მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობა, დაკვირვება რთულ ქცევებზე და შესაბამისი რეაგირება
** მოსწავლის განვითარების გეგმით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელება წინასწარ განსაზღვრული წესითა და პირობებით

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: career@buckswood.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - მოსწავლის პერსონალური ასისტენტი

"ბაქსვუდის სკოლა" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |