jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: დამწყები დაზღვევის მენეჯერი საცალო გაყიდვების მიმართულებით
მომწოდებელი: New Vision Insurance
გამოქვეყნდა: 1 ივლისი / განცხადების ვადა: 1 აგვისტო

ს.ს. "ნიუ ვიჟენ დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას დამწყები დაზღვევის მენეჯერის პოზიციაზე საცალო გაყიდვების მიმართულებით.

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00)
ანაზღაურების ოდენობა: გამომუშავებით
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ევ. მიქელაძის 1-ბ

ფუნქციები:

** პოტენციური საცალო და მცირე ბიზნეს მომხმარებლების მოძიება და მათთან კომუნიკაციის დამყარება;
** დაზღვევის მსურველთათვის, დაზღვევის პირობების დეტალურად გაცნობა და მათთვის სადაზღვევო პოლისების გამოწერა;
** საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებელთან შეხვედრების დაორგანიზება;
** დაზღვევის პერიოდში მომხმარებლის მხარდაჭერა, საჭიროების შემთხვევაში, მასთან შეხვედრების დაორგანიზება;
** უშუალო ხელმძღვანელთან ყოველდღიური/ყოველკვირეული ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, განიხილება ასევე მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი;
** ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა.

კომპეტენციები და უნარები:

** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** ეფექტიანი მოლაპარაკების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებული

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და შეგახსენებთ, რომ შეზღუდული დროიდან და ვაკანსიის მნიშვნელობიდან გამომდინარე, შესაძლებელია, "ნიუ ვიჟენ დაზღვევამ" შერჩევის პროცესი დაიწყოს ვაკანსიის მიმდინარეობის პარალელურად. შესაბამისად, კომპანია მიესალმება თქვენ მიერ, რაც შეიძლება მოკლე ვადაში გადმოგზავნილ რეზიუმეს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე Vacancy@nvi.ge და "SUBJECT" ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "დაზღვევის მენეჯერი (თბილისი)"

განაცხადის გაზიარებამდე დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ მითითებულ ელფოსტაზე: Vacancy@nvi.ge

გისურვებთ წარმატებას!

სადაზღვევო კომპანიის მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის და არამხოლოდ, თქვენი რეზიუმეს (CV-ს) გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ სს. "ნიუ ვიჟენ დაზღვევა" უფლებამოსილია, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის და დასაქმების მიზნით, მიზნობრივად, შეზღუდული ვადით დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები;

ამასთან, ადასტურებთ, რომ გაქვთ ინფორმაცია თქვენი უფლების შესახებ გამოითხოვოთ/მიიღოთ ინფორმაცია სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევას" მიერ თქვენ შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა თაობაზე. ასევე, კანონით დადგენილი წესით, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება;

აგრეთვე, ანიჭებთ სს. "ნიუ ვიჟენ დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები*, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, იმავე ან სხვა პოზიციაზე დასაქმების შემდგომი განხილვის მიზნით** .

* გარდა ნასამართლობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა, (არსებობის შემთხვევაში) რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე;

** 1 (ერთი) წლის განმავლობაში, სადაზღვევო კომპანიაში თქვენი დაუსაქმებლობის შემთხვევაში, ამ ვადის გასვლისთანავე, სრულად განადგურდება თქვენ შესახებ მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით არსებული ყველა ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |