jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მოტოკურიერი
მომწოდებელი: Izi Box
გამოქვეყნდა: 1 ივლისი / განცხადების ვადა: 1 აგვისტო

კომპანია "Izi Box"-ი აცხადებს ვაკანსიას მოტოკურიერის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.

"Izi Box" ლოჯისტიკური კომპანიაა რომელიც ემსახურება MSME, მცირე და საშუალო ბიზნესებს საქართველოს მასშტაბით.
კომპანია სთავაზობს მოწესრიგებულ და სწრაფ მომსახურებას, საქართველოს ყველა ძირითად ქალაქსა თუ რეგიონულ ცენტრში მცხოვრებ მომხმარებლებს, ამანათის მომდევნო დღეს მიტანის სერვისს.
"Izi Box" ქართულ ბაზარზე დიდი გამოცდილებით გამოირჩევა და ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით საკურიერო მომსახურების სრულყოფაზე.
უფრო დეტალურად - https://izibox.ge/

შემოუერთდი ჩვენი კურიერების გუნდს, აირჩიე შენთვის სასურველი სამუშაო საათების რაოდენობა და მოირგე დრო საკუთარ თავზე.
ჩვენთან მიტანის დრო 10:00-დან 23:00 საათამდეა, საიდანაც შენი სამუშაო დრო 8, ან 12 საათით შეგიძლია განსაზღვრო.

თვიური ანაზღაურება: 2500-დან 3000 ლარამდე;
სამუშაო განრიგი: კვირაში 5 დღე (დამატებითი სამუშაო დღეები შეთანხმებით);
სამუშაო ადგილი: თბილისი;

შეკვეთის ტარიფები და ანაზღაურების პირობები:

** ფიქსირებული 1 საათი 6.25 ლარი + ბონუსი/თითო შეკვეთა 2 ლარი;
** 8 საათიან სმენაში ფიქსირებული 50 ლარი, გარანტირებულია + ყოველი მომდევნო შეკვეთა 2 ლარი.
** 12 საათიან სმენაში ფიქსირებული 75 ლარი, გარანტირებულია + ყოველი მომდევნო შეკვეთა 2 ლარი.
** თვის ჭრილში საუკეთესო შედეგის მქონე კურიერებს აქვთ დამატებითი ბონუსი;

თანამშრომლობის დაწყებისთვის აუცილებელია: A, A1, A2 ტიპის მართვის მოწმობის წარდგენა.
აუცილებელია: მცირე მეწარმის დამდასტურებელი საბუთი (არ ქონის შემთხვევაში შესაძლებელია სტატუსის მინიჭება).

ჩვენ უზრუნველგყოფთ:

** საწვავით;
** ჯანმრთელობის დაზღვევით;
** სატელეფონო სასაუბროთი;
** ტრანსპორტის ცვეთის თანხით;
** FitPass-ით, სურვილის შემთხვევაში.

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ CV ბმულზე - https://bit.ly/3xcyuTY
ვაკანსიის დასახელებაში მიუთითეთ "მოტო კურიერი"- IZI BOX".

თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნის ან წინამდებარე განცხადებაზე სხვა ფორმით გამოხმაურების შემთხვევაში თქვენ წინასწარ აცხადებთ თანხმობას, რომ კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები. თქვენი მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შენახული იქნება ერთი წლის განმავლობაში, იმ მიზნით რომ კომპანიაში იგივე ან მსგავსი პოზიციაზე ვაკანსიის შემთხვევაში იგი განხილული იქნეს კომპანიის მიერ. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოგვმართოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნით და ჩვენ დაუყოვნებლივ წავშლით მას ჩვენი მონაცემთა ბაზიდან.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |