jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: Polo Ralph Lauren
გამოქვეყნდა: 1 ივლისი / განცხადების ვადა: 1 აგვისტო

"Polo Ralph Lauren" - გლობალური ლიდერი პრემიუმ ცხოვრების სტილის პროდუქტების დიზაინში, მარკეტინგსა და დისტრიბუციაში, მათ შორის ტანსაცმლის, აქსესუარების, სახლის ავეჯისა და სხვა ლიცენზირებული პროდუქტების კატეგორიებში, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება. Polo Ralph Lauren-ის ბრენდის ღირებულებებისა და მომსახურების სტანდარტების შესაბამისად;
** პროდუქციის შესახებ ინფორმაციის სრულყოფილი ცოდნა და მიწოდება მომხმარებლებისთვის;
** კომფორტული გარემოს შექმნა ჩვენი მომხმარებლებისთვის;
** მომხმარებლების ინფორმირება ყველა მიმდინარე აქციის შესახებ;
** ვიზუალური სტანდარტების შენარჩუნება და მაღაზიის მარაგების მუდმივი მონიტორინგი;
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა და რჩევების მიცემა მოდის სამყაროს ზოგად ტენდენციებსა და განვითარებულ მოვლენებზე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** მომხმარებლებთან მეგობრული და თავაზიანი ურთიერთობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას ითამაშო მნიშვნელოვანი როლი სწრაფად მზარდ ბიზნეს კომპანიაში
** სტანდარტულ სამუშაო გრაფიკს
** ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი

სამუშაო ადგილი: ვაჟა-ფშაველას გამზ. 70 (სითი მოლი საბურთალო)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, შემდეგ მისამართზე: hr@leadersystem.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "Polo Ralph Lauren გაყიდვების კონსულტანტი".



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |