jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: კონსულტანტი/გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ესპანო
გამოქვეყნდა: 1 ივლისი / განცხადების ვადა: 1 აგვისტო

კომპანია "ესპანო" ქართულ ბაზარზე ფუნქციონირებს 2012 წლიდან და ცნობილია სამარკო ნიშნით "ესპანური სახლი".

კომპანია მომხმარებლებს ექსკლუზიურად სთავაზობს, ეკოლოგიურად სუფთა, სარემონტო მასალებს ესპანეთიდან.
ბრენდების მაღალხარისხიანი პროდუქციის ფართო ასორტიმენტს:

უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულზე (თიხა, ფაიფური) დამზადებულ კერამიკულ ფილებს, კერამოგრანიტებს, წებო ცემენტებს, ონკანებს, ასევე ლამინატებს და სხვა ორიგინალ ესპანურ სარემონტო მასალებს.

კომპანია "ესპანო" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის / გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქ.თბილისში.

კომპანიის მოთხოვნები მსურველთათვის:

** საოფისე პროგრამების ცოდნა საშუალო დონეზე;
** ეფექტური გაყიდვების უზრუნველყოფა;
** (სასურველია უმაღლესი განათლება).

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული პროდუქციის შესახებ, მომხმარებლებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება დამაჯერებლად;
** კლიენტების დაინტერესება პროდუქციით და წარმატებული გაყიდვები;
** გაყიდვების აღრიცხვა პროგრამულად;
** სალარო აპარატთან კეთილსინდისიერად მუშაობა;
** ხელმძღვანელისგან მიღებული დავალების პირნათლად შესრულება.

პიროვნული და პროფესიული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა
** გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენი კომპანია გთავაზობთ:

** კომფორტულ, საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** განვითარების შესაძლებლობებს ჩვენს კომპანიაში;
** მზარდ სახელფასო სისტემას ბონუსებით;
** სამუშაო საათები: 09:00 დან-18:00 - მდე;
** დასვენების დღეები: შეთანხმებით მენეჯერთან: (თვეში ექვსი) დღე სურვილის მიხედვით.

მისამართი: დიღომი, დავით აღმაშენებლის ხეივანი #124

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ წარმოადგინოთ CV/რეზიუმე espano2012@gmail.com



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |