jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ასისტენტი დისტანციური მხარდაჭერის დეპარტამენტში
მომწოდებელი: OneSoft
გამოქვეყნდა: 1 ივლისი / განცხადების ვადა: 1 აგვისტო

კომპანია "OneSoft" აცხადებს ვაკანსიას დისტანციური მხარდაჭერის დეპარტამენტში ასისტენტის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

კომპანია "OneSoft" წარმოადგენს ERP სისტემების პროვაიდერს საქართველოს პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარზე.

დეტალური ინფორმაცია კომპანიის შესახებ იხილეთ ვებგვერდზე: www.1soft.ge

ფუნქცია-მოვალეობები, ანუ ჩვენ შეგასწავლით:

** 1C სააღრიცხვო პროგრამის ეფექტურად გამოყენებისთვის საჭირო საკონსულტაციო მომსახურების გაწევა;
** მომხმარებლის ტექნიკური მხარდაჭერა 1C სააღრიცხვო პროგრამაში მუშაობის დროს;
** მომხმარებლის ყოველდღიურ სამუშაო პროცესში არსებული საკითხების ლოგიკური და სისტემური გაანალიზება, გადაჭრა;
** მომხმარებლის მხრიდან დაფიქსირებული მოთხოვნის შესაბამის რგოლებთან გადამისამართება
** მომხმარებლის მომართვებზე ოპერატიული რეაგირება;
** პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ტექნიკური სამუშაოები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კარგი ანალიტიკური და კომპიუტერული უნარები;
** ბუღალტრული, საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა;
** 1C სტანდარტული გადაწყვეტების ცოდნა.

უპირატესობად ჩაითვლება:

** ინგლისური/რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** სამუშაო გამოცდილება.

პოზიციისთვის აუცილებელი უნარები/თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები;
** მიზანმიმართულობა, შედეგებსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შესასრულებელი სამუშაოების დაგეგმვის, ანალიზის და დროის მართვის უნარი;
** ინფორმაციის მოძიების და დამუშავების უნარი;
** სტრესულ და არასტანდარტულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულობა.

სამუშაო პირობები

** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დავით გამრეკელის №2, აქსისის ბიზნეს ცენტრი
** სამუშო განრიგი: ჰიბრიდული (დისტანციურად ან/და ადგილზე)
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე - CV ელფოსტაზე: info@1soft.ge.
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ასისტენტი დისტანციური მხარდაჭერის დეპარტამენტში

"OneSoft" გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |