jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: გეოდეზისტი
მომწოდებელი: სმარტ სოლუშენს
გამოქვეყნდა: 1 ივლისი / განცხადების ვადა: 31 ივლისი

სამშენებლო კომპანია "სმარტ სოლუშენსი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკურ სამსახურში, გეოდეზისტის თანამდებობაზე.

მისი საქმიანობის სფეროა, ინფრასტრუქტურული და სამოქალაქო მშენებლობები.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სათაო ოფისი.
სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 სთ, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით.

მოვალეობები:

** მონაწილეობა ტექნიკური და ახალი მიერთებების პროექტების დამუშავებაში;
** GPS ხელსაწყოთი გეოდეზიური ნიშნულების აღება;
** ტახეომეტრით ტოპოგეოდეზიური სამუშაოების ჩატარება;
** სქემატური ნახაზების შედგენა;
** აღებული კოორდინატების რუკებზე დატანა;
** შესრულებული სამუშაოს ზუსტი აღრიცხვა;
** სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების ცოდნა/დაცვა;
** ხელმძღვანელ პირებთან ანგარიშგებების წარმოება;

მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ელექტრონულ ტაქეომეტრთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია როგორც საოფისე ასევე პროგრამა Autocad ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2024 წლის 31 ივლისამდე გამოაგზავნოთ CV ქართულ ენაზე, შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: i.murjikneli@ss.com.ge. გთხოვთ, წერილის შინაარსში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |