jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ჩამსხმელი ოპერატორი
მომწოდებელი: ლუკოილ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 1 ივლისი / განცხადების ვადა: 1 აგვისტო

"ლუკოილ-ჯორჯია" 2002 წლიდან არის საქართველოს ბაზარზე. მას შემდეგ კომპანია მიზანდასახულად აფართოებს სამომხმარებლო და კორპორაციულ ბაზრებზე საქმიანობას. გარდა საწვავისა, "ლუკოილ-ჯორჯია" "ლუკოილის" საავტომობილო ზეთების იმპორტსაც ახორციელებს. "ლუკოილისთვის" უმნიშვნელოვანესია გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხები.

ჩვენ წარმოგიდგენთ ვაკანსიას ჩამსხმელი ოპერატორის პოზიციაზე ქ. ბათუმში.

სამუშაო გრაფიკი : ყოველ მესამე დღეს 24 საათიანი ცვლები თვეში 10-11 სამუშაო დღე.
ანაზღაურება: 700-800 ლარი ხელზე ასაღები, + ფიქსირებული ბონუსები;
დამატებითი ინფორმაცია: ცვლების გადანაწილების და საცხოვრებელ ტერიტორიასთან დასაქმების ხელშეწყობა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საწვავის რეალიზაცია ორგანიზაციაში არსებული ფორმით და წესების დაცვით;
** მომხმარებლის მომსახურება არსებული სტანდარტების დაცვით ;
** სალარო ოპერაციების შესრულება და საბანკო ტერმინალთან მუშაობა;
** შრომის უსაფრთხოების და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების დაცვა;
** ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დაცვა.

ძირითადი უნარ-ჩვევები:

** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** გუნდურობა;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** სისხარტე და ენერგიულობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ
მისამართზე: hr@lukoil.ge და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

ან დაგვიკავშირდით ნომერზე 591 999 444

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |