jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ავტო გაქირავების აღმასრულებელი დირექტორი
მომწოდებელი: Global Auto Import
გამოქვეყნდა: 1 ივლისი / განცხადების ვადა: 1 აგვისტო

"გლობალ ავტო იმპორტი" 2017 წლის ნოემბერში დაარსდა და უზრუნველყოფს ავტომობილების, მოტოციკლების, სპეც - ტექნიკის შეძენასა და ტრანსპორტირებას როგორც ამერიკის შეერთებული შტატების 9 პორტიდან, ასევე, ალიასკის, კანადისა და ჰონოლულუს პორტებიდან.
დაარსების დღიდან, გლობალ ავტო იმპორტი ხარისხიან და კეთილსინდისიერ მომსახურებას უწევს ყველა იმ ადამიანს, ვისაც ავტომობილის შეძენა სურს. კომპანიის გუნდის თითოეული წევრი ის საიმედო და პასუხისმგებლობის აღსავსე ადამიანია, ვისაც ავტომობილის შერჩევას, შეძენასა და ტრანსპორტირებას ანდობთ.

https://glob.ge/en/?gad_source=1&gclid=Cj0KCQjwzZmwBhD8ARIsAH4v1gXi0DgTTaQQIQ3z5WrcEuOptzvIhfv4dWBJIfZ5qlzXAItdBam29mgaAuFSEALw_wcB

ჩვენ ვეძებთ ავტო გაქირავების აღმასრულებელ დირექტორს.

რომლის უფლება-მოვალეობებში შედის:

** კომპანიის სტრატეგიის შემუშავება, შესაბამისი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება და შესრულების მენეჯმენტი;
** სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება და მათი განხორციელების მონიტორინგი;
** წლიური ბიუჯეტის შედგენის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** პარტნიორებთან მოლაპარაკება და კომუნიკაცია;
** პერიოდული რეპორტინგი დამფუძნებელთან.

რა უნარებს უნდა ფლობდეთ:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით.
** ბიზნეს პროცესების მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ავტო გაქირავების მიმართულებით.
** გუნდის მართვის გამოცდილება.
** რუსული ენისა და ინგლისური ენის ცოდნა სალაპარაკო დონეზე.

ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმეები ელფოსტაზე: hr@glob.ge. საგნის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ავტო გაქირავების აღმასრულებელი დირექტორი.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |