jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: პრობლემური პორტფელის მართვის ოფიცერი
მომწოდებელი: ALMAL
გამოქვეყნდა: 1 ივლისი / განცხადების ვადა: 1 აგვისტო

"ALMAL.GE" არის საერთაშორისო კომპანია, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს უახლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ მომსახურებას.

ვაკანსია: პრობლემური პორტფელის მართვის ოფიცერი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; (MS Word; MS Excel; MS Outlook);
** ინგლისური და რუსული ენის საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დავალიანების დაფარვის მიზნით კლიენტებთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება და მოლაპარაკებების წარმართვა;
** ვადაგადაცილების მოგვარება და მისი აღმოფხვრისათვის საჭირო გზების ძიება;
** ვალდებულებების დაფარვის უზრუნველყოფა;
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობა;
** რეპორტინგი მენეჯმენტთან;
** ჯგუფის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

კომპეტენციები და უნარები:

** მომხმარებლებთან ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
** სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 | 5/7
ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@almal.ge და მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება და სასურველი ანაზღაურება.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს https://almal.ge



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |