jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ცვარა
გამოქვეყნდა: 1 ივლისი / განცხადების ვადა: 1 აგვისტო

ქართული საიუველირო კოპანია "ცვარა" აცხადებს სამკაულის კონსულტანტის ვაკანსიას ქ.ბათუმში ახლადგახსნილ სამკაულის სტენდზე.

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: ორი (2)

პირობები:

** მდებარეობა: ქ.ბათუმი, სავაჭრო ცენტრი "ბათუმი მოლი"
სამუშაო დღეების რაოდენობა - თვეში თხუთმეტი - თექვსმეტი (15, 16) დღე (გრაფიკი მეწყვილესთან შეთანხმებისამებრ).
** საწყისი ანაზღაურება: ფიქსირებული 550 ლარი და ფიქსირებულ ხელფასს დაემატება ყოველთვიური ** პროცენტული ანაზღაურება ინდივიდუალურად გაყიდული პროდუქციიდან.

სქესი და ასაკი შეზღუდული არ არის .

ძირითადი მოვალეობები:

** შესაბამისი კონსულტაციის გაწევა,
** ანგარიშსწორების წარმოება,
** სტენდზე წესრიგის შენარჩუნება.

პერსონალური უნარები:

** ქართულ ენაზე გამართული კომუნიკაციისა და აზრის გარკვევით გადმოცემის უნარი.
** ინგლისურ ენაზე საბაზისო კომუნიკაციის უნარი.
** ნებისმიერი დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** კეთილგანწყობილება, ენერგიულობა და ორგანიზებულობა.
** სასურველია სახელოვნებო, ან სილამაზის სფეროში გარკვეული გამოცდილების ქონა.
** ნებისმიერი უმაღლესი განათლება ჩაითვლება უპირატესობად კომპანიაში სამომავლო კარიერული წინსვლის მიმართულებით.

შერჩეული კანდიდატები გაივლიან ერთ-კვირიან ტრენინგსა და სწავლებას, რის შემდგომაც კანდიდატებს გაუფორმდებათ შრომითი ხელშეკრულება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ქართულ, ან ინგლისურ ენაზე ფოტოსურათით შემდეგ ელფოსტაზე: tsvarasales@gmail.com

გისურვებთ წარმატებებს!

"ცვარას" პროდუქციის გასაცნობად ესტუმრეთ ვებგვერდს: Www.tsvara.com
 



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |