jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ექიმი-ლაბორანტი ჰემატოლოგი
მომწოდებელი: ენმედიცი
გამოქვეყნდა: 1 ივლისი / განცხადების ვადა: 1 აგვისტო

კლინიკა "ენმედიცი" აცხადებს ვაკანსიას ექიმი ლაბორანტი ჰემატოლოგის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები/მოვალეობები:

** ჰემატოლოგიური, ზოგადკლინიკური, ბიოქიმიური, ჰემოსტაზიოლოგიური კვლევის შესრულება
** ლაბორატორიული დოკუმენტაციის წარმოების პრინციპების განხორციელება
** ლაბორატორიული უსაფრთხოების წესების დაცვა
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმატივების დაცვის პრინციპების განხორციელება
** თანამედროვე ლაბორატორიული ტექნიკის მუშაობის პრინციპები და გამოყენების წესები ლაბორატორიული ანალიზატორების დაპროგრამება, აპარატების კალიბრაცია, მიმდინარე კონტროლის ჩატარების უზრუნველყოფა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა უმაღლესი სამედიცინო განათლება
** სავალდებულოა სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობით-"ლაბორატორიული მედიცინა"
** აუცილებელია აპარატურასთან და მიკროსკოპთან მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი
** აუცილებელია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** აუცილებელია სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმების ცოდნა

დამატებითი უნარები/პიროვნული უნარები:

** ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
** პრობლემის სწრაფად გადაჭრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დისციპლინირებულობა;
** გუნდური მუშაობის კულტურა;

შერჩევა მოიცავს რამდენიმე ეტაპს:

** CV (რეზიუმე) გადარჩევა
** სატელეფონო გასაუბრება
** ინდივიდუალური გასაუბრება

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9/11
გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 10:00სთ-დან 17:00სთ-მდე
ხელფასი: 1300 ლარიდან + ბონუსი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელ ფოსტაზე: hr@enmedic.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

კლინიკა "ენმედიცი" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |