jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
მომწოდებელი: ტივი
გამოქვეყნდა: 1 ივლისი / განცხადების ვადა: 1 აგვისტო

ბარი "ტივი" აცხადებს ვაკანსიას ბარმენის თანამდებობაზე.

ბარი "ტივი" არის ახალი საინტერესო პროექტი, რომელიც გთავაზობთ ინოვაციურ და საინტერესო კონცეფციას.

ჩვენს მენიუში წარმოდგენილია ქართულ-ევროპული კერძების მრავალფეროვნება და კოქტეილების ფართო არჩევანი. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ უნიკალური და დასამახსოვრებელი გამოცდილება ჩვენი სტუმრებისთვის და ვეძებთ ბარმენს, რომელიც შეძლებს ჩვენი გუნდის შემოქმედებითად წარმართვას.

ადგილმდებარეობა: რიყის პარკთან, მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორია (მდინარე მტკვარზე)
სამუშაო საათები: ცვლაში მუშაობა 10:00-17:00/17:00-02:00
დასვენების დღეები: შეთანხმებით
ანაზღაურება: 50-70 ლარამდე გამოცდილების და შესაძლებლობების შესაბამისად

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შეკვეთების მიღება, სასმელების სწორად შეთავაზება/რეკომენდება და მათი მომზადება;
** საჭიროების შემთხვევაში კლიენტთან კომუნიკაციის დამყარება და მათი მოთხოვნების უზრუნველყოფა, ამომწურავი პასუხის გაცემა;
** მენიუს და სასმელების სიის ზედმიწევნით ცოდნა, მათი აღწერა დაინტერესებული კლიენტებისთვის;
** ყველა სახის შეკვეთის აღრიცხვა;

აუცილებელი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება
** ბარში მუშაობის პრინციპების ცოდნა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ინგლისური ენის ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალურობა
** კომუნიკაბელურობა
** სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები

მისამართი: რიყის პარკის მიმდებარე ტერიტორია

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: tivistaff@gmail.com. სათაურის ველში "subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ - პოზიციის დასახელება ან დაგვიკავშირდით: 555 90 00 88



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |