www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შემომყვანი ტურების აგენტი
მომწოდებელი: Tour Guide Georgia
გამოქვეყნდა: 25 იანვარი / განცხადების ვადა: 25 თებერვალი

ტურისტული კომპანია "Tour Guide Georgia" აცხადებს ვაკანსიას შემომყვანი ტურების აგენტის თანამდებობაზე.

მდებარეობა: თბილისი

სამუშაო განრიგი: თავისუფალი გრაფიკი სამუშაოს მოთხოვნებთან შეთანხმებით (ტურების საერთო მოცულობისა და გრაფიკის შესაბამისად, არ უნდა იყოთ ტელეფონით ან ელექტრონული მიმოწერით მიუწვდომელი 10:00-დან 22:00-დე), კვირაში ერთი დღე დასვენება, დისტანციური მუშაობა.

გულუხვი საკომისიო ანაზღაურება.

ყურადღება:

ჩვენ მოგამარაგებთ კლიენტებით, შეგიქმნით, მაღალ ტექნოლოგიურ გარემოს და მოგცემთ ყველა საჭირო ხელსაწყოს იმისთვის რომ სახლიდან გაუსვლელად მოიპოვოთ საშუალოზე გაცილებით მაღალი ანაზღაურება.

გპირდებით რომ გექნებათ გამორჩეულად მოხერხებული და სასიამოვნო სამუშაო გარემო.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შემომსვლელი მოთხოვნების დამუშავება და მომხმარებელთან კომუნიკაცია
** არსებული ტურისტული პაკეტის ინფორმაციის წარდგენა და ინტერპრეტაცია
** პაკეტის მოდიფიკაცია მომხმარებლის მოთხოვნის მიხედვით
** მომხმარებლისთვის პაკეტის განფასების და გადახდის დოკუმენტის მომზადება წარდგენა
** გაყიდული პაკეტის დოკუმენტირება და ტურ მენეჯერისთვის წარდგენა

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** გამოცდილება: აუცილებელია ხელშესახები გამოცდილება ტურიზმის სფეროში (გიდი, ტურ აგენტი, ტურ მენეჯერი).
** ენები: აუცილებელია გამართული ინგლისური. სხვა უცხო ენები მისასალმებელია (რუსულ ენას უპირატესობა არ ენიჭება).
** გამოცდილება ტელეკომუნიკაციასა და გაყიდვებში (ძალიან სასურველი)
** ტექნიკური და საკოლაბორაციო პროდუქტების კომფორტულად ფლობა (Google Drive, Google Meeting, MS Office)
** CRM (მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის) და სატელეფონო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება და შესაბამისი ალღო
** სწრაფი, გამართული და ინტენსიური კომუნიკაციის გამოცდილება (ჩატი, იმეილი, ტელეფონი)
** მზად უნდა იყოთ დისტანციური მუშაობისათვის და უნდა გქონდეთ მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი და მშვიდი სამუშაო სივრცე.

პიროვნული თვისებები:

** პოზიტიური და განმაწყობელი, კარგად გამართული კომუნიკაცია.
** შრომისმოყვარეობა, ადამიანებთან ურთიერთობის მოყვარეობა და სწრაფი ადაპტაციის უნარი.

გთავაზობთ მოწინავე სამუშაო ხელსაწყოებს, კარგად გამართულ პროცედურას, სრულ წვრთნას და ინტენსიურ დახმარებას.

არსებობს პროფესიონალური, კარიერული და მატერიალური ანაზღაურების ზრდის ძალიან კარგი პერსპექტივა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი კონკრეტული პოზიციის მითითებით შემდეგ ელფოსტაზე hr@tourguide.ge

გთხოვთ, ნუ გამოაგზავნით მხოლოდ რეზიუმეს. აგვიხსენით თქვენი მოტივაცია და პოზიციასთან შესაბამისობა!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |