www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: არქივის სპეციალისტი/არქივარიუსი
მომწოდებელი: კურორტი საირმე
გამოქვეყნდა: 25 იანვარი / განცხადების ვადა: 25 თებერვალი

კურორტი "საირმე" მდებარეობს სუბტროპიკული სარტყლის მთიან ზონაში, ქუთაისის სამხრეთით ზღვის დონიდან 950 მ-ზე და ადმინისტრაციულად ბაღდათის რეგიონს ეკუთვნის. "საირმე" ევროპის ყველაზე დიდი კურორტია. მწვანე საფარი შეადგენს 60 ჰექტარს და არის ერთადერთი კურორტი, სადაც 4 სხვადასხვა მინერალური სამკურნალო თვისების და 1 თერმული წყარო ამოედინება რითაც მრავალი დაავადების განკურნებაა შესაძლებელი. ახალი კურორტ "საირმის" რეაბილიტაციის შემდეგ კომპლექსში წარმოდგენილია 2 სასტუმრო, ჯამში 256 ნომრით, სადაც 700-მდე ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი.

კურორტზე ფუნქციონირებს სპა და ველნეს ცენტრი, დიდი მოცულობის კომპლექსი სხვადასხვა ტიპის თერმული და მინერალური წყლებით გამაჯანსაღებელ პროცედურას სთავაზობს დამსვენებლებს. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ საკურორტო პოლიკლინიკით, რომელიც სასტუმრო საირმის ტერიტორიაზე მდებარეობს და დამსვენებლებს 24 საათის განმავლობაში სთავაზობს სხვადასხვა მომსახურებას, როგორიცაა, თერაპიული, კარდიოლოგიური, უროლოგიური კონსულტირება.

"კურორტი საირმე" აცხადებს ვაკანსიას არქივის სპეციალისტის (არქივარიუსის) პოზიციაზე.

პოზიციის მიმოხილვა, როლი და დანიშნულება: კომპანიაში არსებული დოკუმენტაციის დაარქივების უზრუნველყოფა.

ფუნქცია-მოვალეობების აღწერა:

** დადგენილი წესით დამუშავებული და საქმისწარმოებით დამთავრებული საქმეების მიღება და აღრიცხვა;
** დამტკიცებული ნომენკლატურის შესაბამისად საარქივო დოკუმენტაციის საკონტროლო მდგომარეობაში მოწესრიგებული სახით არქივის საცავ (ებ)ში შენახვის უზრუნველყოფა;
** კომპანიის ნომენკლატურის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** არქივში განთავსებული საქმეების შენახვის ვადების კონტროლი;
** შენახვისთვის ვადაგასული საქმეების იდენტიფიცირება, ექსპერტიზა და დოკუმენტების განადგურების მიზნით შესაბამისი ანაწერების პროექტების შედგენაში მონაწილეობის მიღება;
** სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე თანამშრომლების მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, კომპანიის არქივში დაცული ინფორმაციას/დოკუმენტაციის მიწოდება, გათხოვილი დოკუმენტების დროულად დაბრუნებასა და დაბრუნებული დოკუმენტაციის მდგომარეობის შემოწმებაზე კონტროლის განხორციელება;
** ერთიანი ელექტრონული არქივის შექმნისა და მონაცემთა ოპერაციულად მოძიების მიზნით არქივის საცავში არსებული საარქივო დოკუმენტაციის ელექტრონიზაციის უზრუნველყოფა;
** დაინტერესებულ პირთათვის არქივს მიკუთვნებულ საკითხებზე კონსულტაციის გაცემა;
** კომპანიაში გაფორმებული ხელშეკრულებების აღრიცხვა და ელექტრონული საძიებო რეესტრის შევსება და განახლება;
** ხელშეკრულებების მატერიალური სახით კანცელარიისა და არქივისთვის დროულად და სრულყოფილად მიწოდებაზე კონტროლის განხორციელება;
** მიმდინარედ გაფორმებული ხელშეკრულებების ელექტრონული ვერსიების შექმნა და არქივის პროგრამაში განთავსება;
** კომპანიაში საქმისწარმოებისთვის საჭირო/გამოუსადეგარი ბეჭდებისა და შტამპების დადგენილი წესის შესაბამისად დამტკიცება/გაუქმებისთვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
** საჭიროების შემთხვევაში, მინდობილობების, წერილებისა და ბრძანებების პროექტების მომზადება და ამ მიზნით საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა შესაბამისი სამსახურებიდან;
** უშუალო უფროსის დავალებებისა და მითითებების შესრულება, შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით მისი მუდმივ რეჟიმში ინფორმირება.
** სამუშაო პროცესში მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა;
** სამუშაო გეგმების დროულად და სრულყოფილად შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel, MS Outlook, MS PowerPoint) ცოდნა;

პიროვნული უნარ/ჩვევები:

** ინფორმაციის (წერილობითი, მოსმენილი) ობიექტურად აღქმა და ანალიზი;
** მაღალი ლოგიკური აზროვნება;
** დოკუმენტებთან მუშაობის უნარი;
** დაგეგმვის უნარი;
** პრობლემის იდენტიფიცირება, ანალიზი და მოგვარების უნარი;
** რამდენიმე საქმის ერთდროულად გაკეთების უნარი;
** საკითხის/პრობლემის ობიექტური (მიუკერძოებელი) განხილვა და მოგვარება;
** დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
** დადგენილ ვადებში მუშაობის უნარი.

CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "კურორტი საირმემ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: Hr@sairmeresort.ge.

შ.პ.ს. "კურორტი საირმე" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |