www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: აფქრუსი
გამოქვეყნდა: 25 იანვარი / განცხადების ვადა: 25 თებერვალი

შპს "აფქრუსი" (UpCrews) აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

https://www.upcrews.com/

ჩვენ გთავაზობთ:

** საწყის ხელფასს 2000 ლარს.
** საბონუსე სისტემას
** კარიერული ზრდის დიდ პოტენციალს
** გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ გამოხატოთ იდეები და ინიციატივები

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, 90 აღმაშენებლის ხეივანი, დიღომი
** სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი (კვირაში 5 სამუშაო დღე)
** ანაზღაურება: ხელფასი + გაყიდვების გეგმაზე მიბმული ბონუსი

სამუშაოს აღწერა: ახალი ბიზნეს კლიენტების (იურიდიული პირების/ინდ.მეწარმეების) მოზიდვა და მათთან გრძელვადიანი კავშირი.

პოზიციის მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების (იურიდიული პირების, ინდ. მეწარმეების) მოძიება/მოზიდვა
** არსებული პორტფელის მართვა და ზრდა ახალი კლიენტების მოზიდვის ხარჯზე
** კლიენტებთან ყოველთვიური კავშირი მათი გრძელვადიანი შენარჩუნების მიზნით
** კორპორაციული გაყიდვების მართვა

საჭირო ცოდნა და კვალიფიკაცია:

** გაყიდვების ან ბიზნეს კლიენტებთან კომუნიკაციის მიმართულებით გამოცდილება მინიმუმ 2 წელი
** საოფისე და Google პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
** ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა

პოზიციისთვის საჭირო კომპეტენციები:

** გაყიდვების და მოლაპარაკების უნარი
** კომუნიკაბელურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** შედეგებზე ორიენტირება

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე info@upcrews.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |