www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აკადემიური თანამდებობები
მომწოდებელი: შოთაძის სახ. თბილისის სამედიცინო აკადემია
გამოქვეყნდა: 25 იანვარი / განცხადების ვადა: 25 თებერვალი

"პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია" (თსა) ერთ-ერთი პირველი კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში. თსა დაარსდა 1992 წელს და წარმატების 31 წლიანი ისტორია აქვს.

"თსა"-ს მისია: "თსა, როგორც სტუდენტზე ორიენტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ინოვაციური მიდგომით და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ცოდნის გამოყენებით უზრუნველყოფს ეროვნული და საერთაშორისო ჯანდაცვის მიმართულებით პროფესიონალების მომზადებას. ამავდროულად, კვლევაზე დაფუძნებული აქტივობების განხორციელებით წვლილი შეაქვს საქართველოს საზოგადოების განვითარებაში."

"თსა" აცხადებს კონკურსს შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

** ჰისტოლოგია ემბრიოლოგიის მიმართულება - ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია
** პათოლოგიის მიმართულება - პროფესორი - 1 ვაკანსია
** ფარმაკოლოგიის მიმართულება - ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია
** შინაგანი მედიცინის მიმართულება - ასოცირებული პროფესორი (სპეციალობა გასტროენტეროლოგია) - 1 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია
** ზოგადი ქირურგია - ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია
** მეანობა-გინეკოლოგია - ასოცირებული პროფესორი 1 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი - 1 ვაკანსია
** საზოგადოებრივი ჯანდაცვა - ასისტენტ-პროფესორი - 1 ვაკანსია

კონკურსში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა წარმოადგინოს:

** პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;
** CV ქართულ და ინგლისურ ენაზე;
** ნასამართლობის ცნობა;

კონკურსში მონაწილეობის ყველა მსურველისთვის სავალდებულოა ინგლისური ენის პროფესიულ დონეზე ცოდნა, რომელიც უნდა დასტურდებოდეს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთით:

** ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების, სულ მცირე, 3 წლის გამოცდილებით;
** საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში ინგლისურ ენაზე საექიმო საქმიანობის განხორციელებით არანაკლებ 1 წლის განმავლობაში;
** საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში ბიომედიცინის მიმართულებით სასწავლო/კვლევითი საქმიანობის ინგლისურ ენაზე განხორციელებით არანაკლებ 1 წლის განმავლობაში;
** ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომისშემდგომი პროგრამის დასრულებით;
** ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატით (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert).

პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს:

** მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომ (ებ)ი;
** სულ მცირე 6 წლის პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ (ებ)ი;
** სამოტივაციო წერილი თანამდებობის დასაკავებლად (არაუმეტეს 2 გვერდი);
** დისციპლინის სწავლების კონცეფცია (არაუმეტეს 2 გვერდი);
** კვლევის კონცეფცია (არაუმეტეს 2 გვერდი);
** ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც კანდიდატის აზრით, საუკეთესოდ წარმოაჩენს მისი კვლევის უნარს;
** ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია;
** სილაბუს (ებ)ი (მისი სტრუქტურა და შინაარსი წარმოდგენილი უნდა იყოს თსა-ს მიერ დამტკიცებულ ფორმატში);
** კლინიკური მიმართულებით კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საექიმო სპეციალობის სერტიფიკატის ასლი და სულ მცირე ბოლო 9 წლის კლინიკური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები;

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს:

** მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომ (ებ)ი;
** სულ მცირე 3 წლის პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ (ებ)ი;
** დისციპლინის სწავლების კონცეფცია (არაუმეტეს 2 გვერდი);
** კვლევის კონცეფცია (არაუმეტეს 2 გვერდი);
** სილაბუს (ებ)ი (მისი სტრუქტურა და შინაარსი სასურველია წარმოდგენილი იყოს თსა-ს მიერ დამტკიცებულ ფორმატში);
** ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც კანდიდატის აზრით, საუკეთესოდ წარმოაჩენს მისი კვლევის უნარს;
** ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია;
** კლინიკური მიმართულებით არჩევის პრეტენდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამის საექიმო სპეციალობის სერტიფიკატის ასლი და სულ მცირე ბოლო 5 წლის კლინიკური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ასისტენტ - პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:

** მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომ (ებ)ი;
** სილაბუს (ებ)ი (მისი სტრუქტურა და შინაარსი სასურველია წარმოდგენილი იყოს თსა-ს მიერ დამტკიცებულ ფორმატში).
** დისციპლინის სწავლების კონცეფცია (არაუმეტეს 2 გვერდი);
** კვლევის კონცეფცია (არაუმეტეს 2 გვერდი);
** კლინიკურ მიმართულებაზე კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საექიმო სპეციალობის სერტიფიკატის ასლი და სულ მცირე ბოლო 3 წლის განმავლობაში კლინიკური მუშაობის გამოცდილებს დამადასტურებელი დოკუმენტი;

პირი, რომელსაც არ აქვს დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული ხარისხი, შესაძლებელია იქნეს არჩეული პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე პროფესიული ნიშნით, რაც უნდა დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით და/ან პუბლიკაციებით.

კონკურსში მონაწილეობის მიღების ყველა მსურველმა (მიუხედავად დასაკავებელი აკადემიური თანამდებობისა) სასურველია წარმოადგინოს:

** ბოლო სამი წლის განმავლობაში საგრანტო პროექტებში მონაწილეობის, აგრეთვე პროგრამების ავტორობის/თანაავტორობის დამადასტურებელი ცნობა;
** გამოსაქვეყნებლად მიღებული შრომების, სახელმძღვანელოების, მონოგრაფიების დედანი ან მათი ასლი;
** აკადემიური საბჭოს (ან მსგავსი ფუნქციის მქონე საბჭოების), ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა;
** სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელობა, კონსულტანტობა, რეცენზენტობა;
** სამეცნიერო კონფერენციებსა და ტრენინგებში მონაწილეობა და სერტიფიკატების ფლობა (პროფესიულ საქმიანობაში);
** ჟურნალის რედკოლეგიის წევრობა, წიგნის/კრებულის რედაქტორობა (რეცენზენტობა);
** სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ხელმძღვანელობა;

საბუთების მიღება იწარმოებს 2024 წლის 25 იანვრიდან 25 თებერვლამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@tma.edu.ge

კონკურსი ჩატარდება 2024 წლის 28 თებერვალს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |