www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სპეციალისტი ანალიტიკისა და დაგეგმვის ჯგუფში
მომწოდებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
გამოქვეყნდა: 25 იანვარი / განცხადების ვადა: 24 თებერვალი

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით თბილისისა და მისი შემოგარენის უზრუნველყოფა.

ვეძებთ გუნდის ახალ წევრს სპეციალისტის პოზიციაზე ანალიტიკისა და დაგეგმვის ჯგუფში.

ძირითადი მოვალეობები

** აბონენტების დარიცხვა/შემოსავლების მონიტორინგი, ანალიზი და შესაბამისი რეპორტინგი;
** კომერციული სამსახურის შემოსული წერილების მონიტორინგი, ანალიზი და შესაბამისი რეპორტინგი;
** ბიუჯეტის შესრულების ყოველთვიური ანალიზი და შესაბამისი რეპორტინგი;
** აბონენტების ბაზაში ასახული მრიცხველების მონიტორინგი/დაზიანებების ანალიზი;
** საყოფაცხოვრებო/არასაყოფაცხოვრებო დებიტორების მონიტორინგი, ანალიზი და შესაბამისი რეპორტინგი;
** სხვა ერთჯერადი მოთხოვნილი ფაილები და ანალიტიკა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** უმაღლესი განათლება ფინანსების/ეკონომიკის/ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** მსგავს სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა; ინგლისურის ცოდნა (B1-B2)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel მაღალ დონეზე ცოდნა.

აუცილებელი უნარ-ჩვევები

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, კომპანიის სათავო ოფისი
მისამართი: მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00 სთ, დასვენების დღეები: შაბათი, კვირა
ანაზღაურება: 1, 568 ლარი (ხელზე ასაღები თანხა)

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge არა უგვიანეს 24 თებერვლამდე.

გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენ შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |