www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტი
მომწოდებელი: JM Company
გამოქვეყნდა: 25 იანვარი / განცხადების ვადა: 25 თებერვალი

სამშენებლო კომპანია "ჯეი ემ კომპანი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაოს აღწერა:

** სამშენებლო პროექტებისათვის საჭირო ყველა იმ დოკუმენტაციის მომზადება და გაფორმება, რომელიც განეკუთვნება ტექნიკური დეპარტამენტის კომპეტენციას;
** თავდაპირველი ხარჯთაღრიცხვების შედგენა, მოდიფიცირება, კორექტირება;
** პროექტების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შემოსული კორესპონდენციის განხილვა, შესაბამისი კორესპონდენციის მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
** სამშენებლო პროექტის ტექნიკური ხარჯების აღრიცხვა და მასალების ჩამოწერა;
** სამშენებლო პროექტისა და შესაბამისი გეგმა-გრაფიკის დინამიკის კონტროლი;

მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ტექნიკური მიმართულებით);
** ექსელის საბაზო დონე;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი (სრული განაკვეთი)
დასვენება: შაბათი-კვირა
ანაზღაურება - 1`600 ლარი

გამოცდილება არ მოითხოვება.
გამოსაცდელ პერიოდში (1 თვე - ანაზღაურებადი) შეგასწავლით საქმეს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე PDF ფორმატში შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jmcompany013@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |