www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მზარეულის დამხმარე
მომწოდებელი: რესტორანი ვოი სამზარეულო
გამოქვეყნდა: 25 იანვარი / განცხადების ვადა: 25 თებერვალი

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ რესტორანი "ვოი სამზარეულო" (VOI CUISINE) აცხადებს მზარეულის დამხმარეს ვაკანტურ პოზიციას.

პირობები:

** სამუშაო ადგილი - თბილისი, ყაზბეგის გამზირი
** სამუშაო გრაფიკი - შეთანხმებით.
** ანაზღაურება დამოკიდებულია სასურველ გრაფიკზე და აღწევს 1500 ლარს თვეში (ნეტ) + თიფსები დამატებით.
** ჩვენ გთავაზობთ მოსახერხებელ ლოკაციას თბილისში, ყაზბეგის გამზირზე სასიამოვნო სამუშაო გარემოსა და პროფესიონალი შეფისგან სწავლის საშუალებას.

ძირითადი მოვალეობები

** შეფ მზარეულის დავალებების შესრულება
** მენიუს შემადგენლობების და მომზადების წესების სრულყოფილად ცოდნა
** პროდუქტის მაღალი ხარისხით, არსებული რეცეპტებისა და სტანდარტების მიხედვით დროულად მომზადება;
** ნედლეულის და მზა პროდუქტების სტანდარტების მიხედვით შენახვა და დასაწყობება;
** მაცივრების და სხვა დანადგარების სისუფთავის უზრუნველყოფა
** კომპანიაში არსებული მომსახურების, ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოებისა სტანდარტების სრული დაცვა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** ფიზიკური გამძლეობა
** მენტალური გამძლეობა
** ენერგიულობა
** ორგანიზებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** მზარეულის დამხმარედ ან მზარეულად მუშაობის გამოცდილება ან/და შესაბამისი განათლება

თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე voicuisine@gmail.com სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელების მითითებით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნისას, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |