www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პერსონალიზაციის სპეციალისტი
მომწოდებელი: ჯორჯიან ქარდი
გამოქვეყნდა: 25 იანვარი / განცხადების ვადა: 25 თებერვალი

სს "ჯორჯიან ქარდი" წარმოადგენს საქართველოს ბანკის შვილობილ, საქართველოში არსებულ ერთ-ერთ მსხვილ საპროცესინგო კომპანის, რომელიც ბაზარზე ოპერირებს 1997 წლიდან. ჯორჯიან ქარდი უზრუნველყოფს ტრანზაქციათა პროცესინგს, ბარათების პერსონალიზაციას, ბანკომატებისა და POS ტერმინალების ინსტალაციასა და მართვას, საგადამხდელო მოწყობილობების შეძენას, მიწოდებასა და მათ შემდგომ მხარდაჭერას, პროექტების მენეჯმენტს, მომხმარებელთა კონსულტირებას, სავაჭრო ობიექტებისა და კლიენტების უწყვეტ მომსახურებას, პროფესიონალურ ტექნიკურ და სხვა საპროცესინგო მომსახურებას.

ვეძებთ გუნდის ახალ წევრს პერსონალიზაციის სპეციალისტის თანამდებობაზე.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** ბარათებთან (საბანკო/არასაბანკო) და PIN კონვერტებთან დაკავშირებული პროცედურის სრული სპექტრი - რომელიც მოიცავს შეკვეთილი ბარათების და PIN კონვეტრების ბეჭდვას, მათ აღრიცხვას და მათთან მიმართებაში ყოველდღიურ რეჟიმში სამუშაოს შესრულებას.
** ბანკიდან ემბოსირების ფაილების მიღება დახარისხება (ტიპების/ ს/ც-ების და ა.შ)
** PIN კოდების გენერირება და ბეჭდვა.
** ბანკიდან მიღებული ბარათების დახარისხება-აღრიცხვა.
** კონტროლი სეიფებში არსებული ბარათების მარაგზე და მოთხოვნის შესაბამისად მარაგის შევსება არსებული საცავიდან.
** ბანკისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება (სპეციალურ საიტზე ატვირთვა)
** PIN კონვერტების მარაგზე კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში მათზე მოთხოვნის გაკეთება.

მოვალეობები:

** ელ-ფოსტის სისტემატურად შემოწმება;
** დადგენილი პროცედურითა შესაბამისი პირების ინფორმირება საჭიროებისამებრ;
** არასტანდარტული სიტუაციის შესახებ მენეჯმენტის დაუყოვნებლივ ინფორმირება;
** შიდა პროცედურების მკაცრად დაცვა;
** სამუშაო ადგილის, ინფორმაციის, წვდომების საშუალებათა კონფიდენციალურობის დაცვა;
** პროგრამული უზრუნველყოფის პაროლების კონფიდენციალურობის შენახვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (საბანკო საქმე, საინფორმაციო ტექნოლოგიების ან ტექნიკური მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად)
** IT სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების საშუალოდ ცოდნა
** MS Office პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი.

კვალიფიციურმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV 25 თებერვლის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: hr@gc.ge

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |