www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: თეგეტა ქარ რენთი
გამოქვეყნდა: 25 იანვარი / განცხადების ვადა: 25 თებერვალი

ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 27 წელია ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

"თეგეტაში" ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია "თეგეტა ქარ რენთი" ევროპქარის ბრენდის სახელით აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე თბილისში.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-cars/detail-view?vacancyId=1135

გვჭირდება მძღოლი:

** რომელსაც აქვს ორ წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ფლობს B კატეგორიის მართვის მოწმობას;
** აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა;
** არის პუნქტუალური;
** აქვს დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** აქვს საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი.

რას აკეთებს მძღოლი:

მგზავრები გადაჰყავს სხვადასხვა მისამართზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდსა და მეგობრულ გარემოს;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
** სამედიცინო დაზღვევას;
** სხვადასხვა სახის კორპორაციულ შეთავაზებებსა და ფასდაკლებებს;
** მრავალფეროვან ტრენინგებსა და სასწავლო პროგრამებს.

თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტალური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |