www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეზერვი დისტრიბუტორი
მომწოდებელი: ქართული რძის პროდუქტები
გამოქვეყნდა: 25 იანვარი / განცხადების ვადა: 25 თებერვალი

შპს "ქართული რძის პროდუქტები" აცხადებს ვაკანსიას რეზერვი დისტრიბუტორის პოზიციაზე ქ. თბილისში, მარნეულის ქ. №43, ქვემო ფონიჭალაში (https://goo.gl/maps/7nuh6s5gm1cvmWAi7).

ჩვენი კომპანია უკვე 10 წელზე მეტია რაც აწარმოებს რძის პროდუქტებს და ახდენს მათ რეალიზებას საქართველოში.
დეტალური ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე: http://rdzisame.ge/ka

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 5

განათლება: საშუალო განათლება
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით;
ანაზღაურება: 1400-1600 ლარის ფარგლებში.

ძირითადი მოვალეობები:

** ქარხნის ტერიტორიიდან დატვირთული სადისტრიბუციო მანქანის გაყვანა;
** თბილისის მომარაგება პროდუქტებით;
** პროდუქციის დანიშნულების ადგილზე მიტანა ლუქის მთლიანობის შენარჩუნებით;
** ვადაგასული/უვარგისი პროდუქციის უკან, დამსაქმებლის საწყობში ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
** სატრანსპორტო საშუალებების გამართულ და სუფთა მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** B ან C კატეგორიის მართვის მოწმობა. (პრიორიტეტი მიენიჭება C კატეგორიას)
** პიროვნული მახასიათებლები: პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ენერგიულობა, გუნდურობა და დამოუკიდებლად საქმის მართვის უნარი.
** კანდიდატი სასურველია ცხოვრობდეს თბილისში.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@rdzisame.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება! ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 599 020523.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |