www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: ინფრაკონ
გამოქვეყნდა: 5 თებერვალი / განცხადების ვადა: 5 მარტი

კომპანია "Infracon" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** მიმდინარე პროექტის ფარგლებში (დოკუმენტების შედგენა-გაფორმება, რეგისტრაცია, შენახვა, შესრულების ვადების დაცვა და ა.შ.) დადგენილი წესებისა და მოთხოვნების შესაბამისად, დოკუმენტბრუნვის განხორციელება და კონტროლი;
** პროექტისა და ობიექტის მენეჯერთან მჭიდრო თანამშრომლობა და მიმდინარე სამუშაოების პროგრესის ყოველდღიური რეპორტინგი.
** თანამშრომელთა პირადი საქმეების, შრომითი ხელშეკრულებების, შვებულებების, მივლინებების მართვა;
** ორგანიზაციისთვის აუცილებელი სხვადასხვა (სამშენებლო საკანცელარიო ნივთები, საიჯარო თუ სხვადასხვა მომსახურება და სხვ) შესყიდვების წარმოების კონტროლი;
** პროექტის მატერიალური რესურსებისა და ღირებულებების ინვენტარიზაციის განხორციელება.
** მასალების ჩამოწერის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პუნქტუალურობა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტური მენეჯმენტი, დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების (Word, Excel) კარგად ცოდნა.
** სასურველია, კანდიდატს ჰქონდეს სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება.

ანაზღაურება: 1500 ლარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV), ელ. მისამართზე: jobs.infracon@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ოფისის მენეჯერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |