www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მომხმარებელთა მრჩეველი
მომწოდებელი: biletebi.ge
გამოქვეყნდა: 5 თებერვალი / განცხადების ვადა: 5 მარტი

კომპანია Biletebi.ge აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მრჩევლის პოზიციაზე.

Biletebi.ge - ეს არის ბილეთების გაყიდვის პირველი ქართული პლატფორმა, რომელიც უკვე 15 წელია მომხმარებლებს საყვარელი ღონისძიებების ბილეთების შეძენაში ეხმარება.

Biletebi.ge -ში მომხმარებელთა მრჩევლის როლი მოიაზრებს:

** სოციალური ქსელებზე Facebook/Instagram შეტყობინებებზე პასუხის დაბრუნებას
** მომხმარებლის მიერ შესრულებული ტრანზაქციების გადამოწმებასა და დახმარების აღმოჩენას
** საინფორმაციო შეტყობინებების/მეილების დაგზავნას საჭიროების შესაბამისად
** შემოსულ ზარებზე პასუხსა და მომხმარებლებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას
** სხვადასხვა ტექნიკური ოპერაციების შესრულებას

აღნიშნული პოზიციისთვის დაგჭირდება:

** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა
** საოფისე პროგრამების (MS Office: Word, Excel, PowerPoint) ცოდნა
** სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

ჩვენ გთავაზობთ:

** ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და პროგრესულ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას.

სამუშაო პირობები:

** კვირაში 5 სამუშაო დღე, სტანდარტულად 8 სამუშაო საათი;
** დღის ცვლა - 10:00 - 19:00; ან საღამოს ცვლა - 14:00 - 23:00სთ
** ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურება, ბონუსის გამომუშავების საშუალება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Fitpass.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვ, შეავსო ინფორმაცია და გამოგვიგზავნო CV ლინკზე https://bit.ly/3g2x0px

თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნის ან წინამდებარე განცხადებაზე სხვა ფორმით გამოხმაურების შემთხვევაში თქვენ წინასწარ აცხადებთ თანხმობას, რომ კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები. თქვენი მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შენახული იქნება ერთი წლის განმავლობაში, იმ მიზნით რომ კომპანიაში იგივე ან მსგავსი პოზიციაზე ვაკანსიის შემთხვევაში იგი განხილული იქნეს კომპანიის მიერ. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოგვმართოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნით და ჩვენ დაუყოვნებლივ წავშლით მას ჩვენი მონაცემთა ბაზიდან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |