www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: დრიმლენდ ოაზისი
გამოქვეყნდა: 5 თებერვალი / განცხადების ვადა: 5 მარტი

"დრიმლენდ ოაზისი" რომელიც 2013 წლიდან ოპერირებს ქართული ტურიზმის ბაზარზე, წარმოადგენს შავი ზღვის სანაპიროს უმსხვილეს კომპლექსს. იგი მოიცავს პრემიუმ კლასის სასტუმროს, საცხოვრებელ აპარტამენტებს, ასევე გართობისა და დასვენებისათვის განკუთვნილ სივრცეებს, რომელიც მდებარეობს აჭარაში, კერძოდ ჩაქვში (ბათუმიდან 9კმ) და აერთიანებს 500+ თანამშრომელს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:

https://www.linkedin.com/company/4870928/admin/
https://www.facebook.com/dreamlandoasishotel/?ref=pages_you_manage
https://www.instagram.com/dreamlandoasis_chakvi/

კომპანია აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: დაბა ჩაქვი, ბათუმის ქუჩა #16

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სოციალური მედია სტრატეგიისა და კამპანიების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება, განხორციელება და მონიტორინგი მარკეტინგული პრიორიტეტების მიხედვით
** სოციალური მედია არხის (facebook, Instagram, ) განვითარება და მართვა
** ქონთენთის შემუშავება, სარეკლამო გეგმის გაწერა, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა და განთავსება - პოსტების მომზადება
** მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაცია სოც. ქსელების მეშვეობით - კომენტარებზე გამოხმაურება, შეტყობინებები, მნიშვნელოვანი საკითხების გამოყოფა
** ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტინგი
** კონკურენტ ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით
** ციფრული მარკეტინგის მიმართულებით 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** ციფრული მარკეტინგის სფეროში არსებულ პროგრამებში მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა
** ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის გამართული კულტურა

პიროვნული თვისებები:

** კრეატიული
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** შრომისმოყვარეობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ორგანიზებული
** შერჩევის ეტაპი
** შემოსული რეზიუმეების/cv-ების გადარჩევა
** კანდიდატთან გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@hoteloasis.ge და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სოციალური მედიის მენეჯერი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "დრიმლენდ ოაზისი" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |