www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აქტივებისა და ვალდებულებების მართვის სპეციალისტი
მომწოდებელი: გეფა
გამოქვეყნდა: 5 თებერვალი / განცხადების ვადა: 5 მარტი

"გეფა" - ყველაზე მსხვილი ფარმაცევტული კომპანია საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოში.

კომპანია ბაზარზე ოპერირებს ორი სააფთიაქო ქსელით: ფარმადეპო და ჯპს. ფარმაცევტული სფეროს გარდა "გეფა" მუდმივად ცდილობს მსოფლიოში ცნობილი ბრენდები გააცნოს მომხმარებელს, ასე კომპანია ექსკლუზიურად წარმოადგენს ბრიტანული ნატურალური კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებების ბრენდს - The Body Shop, ცნობილ ფრანგულ ოპტიკურ ბრენდს - Allain Afflelou, ჩვილთა და ბავშვთა ტანსაცმლის მწარმოებელ ამერიკულ ბრენდს Carter`s და ქალის თეთრეულის ერთ-ერთ წამყვან ბრენდს Triumph-ს.

გეფა ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია საქართველოში, რომელიც მთავარ პრიორიტეტად სწორედ თანამშრომლებს მოიაზრებს. მათი ადაპტაცია, სწავლება და განვითარება, მუშაობის ეფექტიანობის მართვა, სამოტივაციო პროგრამები, ბენეფიტები და კორპორატიული კულტურა ერთობლიობაში ქმნის იმ გარემოს, რასაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ - მეტი ვიდრე სამსახური.
შემოუერთდი ჩვენს გუნდს და გავაძლიეროთ ერთმანეთი!

კომპანია "გეფა" ეძებს გუნდის წევრს შემდეგ პოზიციაზე: აქტივებისა და ვალდებულებების მართვის სპეციალისტი.

ვის ვეძებთ ჩვენ:

ენერგიულ, მონდომებულ, ზრდაზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელსაც ხიბლავს საქმის დინამიური ტემპი, გამოწვევები და დიდ გუნდში მუშაობა.

რას გთავაზობთ ჩვენ:

პროფესიულ განვითარებასა და ზრდაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს, მხარდამჭერ და მეგობრულ გუნდს, რომლისთვისაც ადამიანი უპირველესი ღირებულებაა.

რა დაგევალებათ:

** კრედიტორებთან პერიოდული შედარება;
** კრედიტორებისგან მისაღები კომპენსაციების/ფასდაკლებების კალკულაცია და აღრიცხვა;
** კრედიტორების მიმართ არსებული მოთხოვნების კონტროლი და ანალიზი;
** შეკვეთის/შესყიდვის დოკუმენტაციის შემოწმება კრედიტორული დავალიანების გადახდის მიზნებისთვის;
** შედარების დოკუმენტაციის გაფორმება, სისტემატიზაცია და არქივაცია;
** მიღებული ფასდაკლებების/კომპენსაციების დოკუმენტური გაფორმება, დოკუმენტაციის სისტემატიზაცია და არქივაცია საგადასახადო კანონმდებლობის და შიდა პოლიტიკის მოთხოვნების გათვალისწინებით;
** ანალიტიკური რეპორტების მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ფინანსების /ბიზნესის მიმართულებით;
** ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია: ACCA F1, F2, F3 etc;
** საოფისე პროგრამები Word, Outlook;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობა

დაინტერესებული პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: job@gepha.com. საგნის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დასაქმება მოხდება შესაფერისი კანდიდატის მომართვისთანავე.

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ სს "გეფა"-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |