www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კატეგორიის მენეჯერი
მომწოდებელი: Veli.Store
გამოქვეყნდა: 5 თებერვალი / განცხადების ვადა: 5 მარტი

კომპანიის შესახებ:

"ველის" მისია საქართველოში e-commerce-თან დაკავშირებული სტერეოტიპული წარმოდგენების ცვლილება და ახალი სტანდარტის დამკვიდრებაა.

ჩვენი ინოვაციური პლატფორმით, მომხმარებლებს ვუმარტივებთ ყოველდღიურობას და ვეხმარებით, დაზოგოს ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი, დრო.

კომპანია 2021 წლის გაზაფხულზე, აჭარა ჯგუფის ფარგლებში შეიქმნა და დეკემბრიდან ოფიციალურად შეუერთდა ელექტრონული ვაჭრობის ბაზარს.

ვინ ქმნის "VELI.store"-ს?

ველის ქმნიან ღია, ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად სიახლეს სწავლობენ და ცოდნას ერთმანეთს უზიარებენ.

ველის ყველა წევრი საერთო მიზნისთვის ვერთიანდებით და ადამიანებს განსაკუთრებულ მომენტებს ვუქმნით.

"veli.store"-ს გუნდი ეძებს სამზარეულოს ტექნიკის მიმართულებით კატეგორიის მენეჯერს.

ძირითადი მოვალეობები:

** კატეგორიის სტრატეგიის განსაზღვრა;
** ბაზრის ანალიზი - საბაზრო ტენდენციების მონიტორინგი კატეგორიის ფარგლებში;
** კატეგორიის მომგებიანობისა და გაყიდვების ანალიზი;
** ადგილობრივი და საერთაშორისო მომწოდებლების მოძიება და მათთან მოლაპარაკებების წარმოება;
** პროდუქტების საფასო სტრატეგიის შემუშავება;
** პროდუქციის შესყიდვის, ლოგისტიკისა და დასაწყობების პროცესის ორგანიზება და კონტროლი;
** პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
** გაყიდვების სტიმულირების მიზნით აქციების დაგეგმვა და ორგანიზება;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; გაყიდვების ან/და შესყიდვების სფეროში მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ფლობა;

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;

მდებარეობა: თბილისი, ეგნატე ნინოშვილის ქ. N8
სამუშაო გრაფიკი: სრული

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: info@veli.store და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "სამზარეულოს ტექნიკის კატეგორიის მენეჯერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |