www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბიზნეს ლიდის უმცროსი ასისტენტი
მომწოდებელი: Veli.Store
გამოქვეყნდა: 5 თებერვალი / განცხადების ვადა: 5 მარტი

კომპანიის შესახებ:

"ველის" მისია საქართველოში e-commerce-თან დაკავშირებული სტერეოტიპული წარმოდგენების ცვლილება და ახალი სტანდარტის დამკვიდრებაა.

ჩვენი ინოვაციური პლატფორმით, მომხმარებლებს ვუმარტივებთ ყოველდღიურობას და ვეხმარებით, დაზოგოს ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი, დრო.

კომპანია 2021 წლის გაზაფხულზე, აჭარა ჯგუფის ფარგლებში შეიქმნა და დეკემბრიდან ოფიციალურად შეუერთდა ელექტრონული ვაჭრობის ბაზარს.

ვინ ქმნის "VELI.store"-ს?

ველის ქმნიან ღია, ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად სიახლეს სწავლობენ და ცოდნას ერთმანეთს უზიარებენ.

ველის ყველა წევრი საერთო მიზნისთვის ვერთიანდებით და ადამიანებს განსაკუთრებულ მომენტებს ვუქმნით

"veli.store"-ს გუნდი ეძებს ბიზნეს ლიდის უმცროს ასისტენტს

ძირითადი მოვალეობები:

** წიგნების, საკანცელარიო & კრაფტის, მხოლოდ ქართულისა და ცხოველების მოვლის კატეგორიის ბაზრის კვლევა;
** შესყიდვის პროცესის მონიტორინგი;
** მარაგების კონტროლი;
** ფასების მონიტორინგი;
** აქციებისა და ფასდაკლებების მართვა;
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა).

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

მდებარეობა: თბილისი, ეგნატე ნინოშვილის N8.
სამუშაო გრაფიკი: სრული

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: info@veli.store და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ბიზნეს ლიდის უმცროსი ასისტენტი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |