www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინგლისური ენის პედაგოგი
მომწოდებელი: ინგლისური ენის აკადემია
გამოქვეყნდა: 5 თებერვალი / განცხადების ვადა: 5 მარტი

"ინგლისური ენის აკადემია" (English Academy) აცხადებს ვაკანსიას ინგლისური ენის პედაგოგის პოზიციაზე.

მის.: ი.ჭავჭავაძის გამზირი #21 ("მზიურთან").

"English Academy" არის ადგილი, სადაც ნებისმიერი ასაკის მსურველს აქვს შესაძლებლობა დაეუფლოს ინგლისურ ენას, ჩვენი აკადემიის მიერ შედგენილი პროგრამების შესაბამისად.

პროგრამები მოიცავს ყველა აუცილებელ უნარს:

** საუბარი,
** გრამატიკა,
** აუდიო,
** მართლწერა.
** Starter - Advanced-ის ჩათვლით.

გთხოვთ, გაეცანით ჩვენს ფეისბუქ გვერდს ზოგადი წარმოდგენისთვის: https://www.facebook.com/English-Academy

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - უცხო ენები (ინგლისური ენის მიმართულებით - ფილოლოგი)
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე დასწრებით და დისტანციურად.
** შესაძლებლობა განავითაროს და დახვეწოს ინგლისური ენის კურსები სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით.

სავალდებულო მოთხოვნები:

** გაკვეთილების დაგეგმვის უნარი ჩვენი სასწავლო პროგრამების შესაბამისად.
** სამუშაოსა და დროის მართვის უნარი;
** კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი;
** თბილი, მეგობრული დამოკიდებულება სტუდენტებისა და მოსწავლეების მიმართ;
** აქტიური, პოზიტიური, შრომისმოყვარე და პუნქტუალური.
** ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება.
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

გასაუბრება:

1. ეტაპი პირველი გასაუბრება,
2. ეტაპი მეორე იმიტირებული გაკვეთილის ჩატარება,
3. ეტაპი მესამე დასაქმება.
4. ანაზღაურება საათობრივი.
5. მოქნილი გრაფიკი წინასწარი შეთანხმებით (ორშაბათი -ოთხშაბათი -პარასკევი / ორშაბათი -ოთხშაბათი, სამშაბათი - ხუთშაბათი/ შაბათი)
6. ვაკანსია ითვალისწინებს - როგორც ადგილზე დასაქმებას ასევე დისტანციურად.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე 15 - 20 თებერვლამდე : eacademytbilisi@gmail.com ელექტრონული ფოსტის ველში თემა (subject) მითითებული უნდა იყოს "ინგლისური ენის მასწავლებელი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |