www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სერვის ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: Delivo
გამოქვეყნდა: 5 თებერვალი / განცხადების ვადა: 5 მარტი

"დელივო" არის ამანათების მიწოდების სტარტაპ კომპანია, რომელიც სთავაზობს მოწინავე ტექნოლოგიების და ლოჯისტიკის სისტემის დანერგვის საშუალებით მომხმარებლებს სწრაფ და საიმედო ამანათების მიწოდების სერვისებს მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენი მიზანია შევქმნათ მარტივი, სწრაფი და თანამედროვე მიტანის სერვისი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ეკონომიკის ზრდას.

"დელივო" აცხადებს ვაკანსიას სერვის ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** გზავნილების მიღება და გაცემა
** დოკუმენტებისა და მონაცემთა ბაზების მართვა
** საკურიეროში საფოსტო გზავნილების მიღება-დამუშავება
** პროგრამულად აღრიცხვა
** კურიერებზე განაწილება
** მომხმარებლისაგან მიღებული გზავნილების დამუშავება და გაგზავნის ხელშეწყობა
** კომპანიაში დანერგილ პროგრამებში მუშაობა
** მივლინებები საქართველოს მასშტაბით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება, ბაკალავრიატი
** MS Office პროგრამების ცოდნა
** სასურველია ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** სამუშაოს დაგეგმვის და დროის მართვის უნარი;
** სიახლის ათვისების და თვითგანვითარების უნარი;
** სხარტი აზროვნების უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა, ვისი უნარები და გამოცდილებაც შეესაბამება მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ. მისამართზე: vacancy@dflgroup.net არაუგვიანეს 2024 წლის 5 მარტისა. გთხოვთ, მიუთითოთ სათაურში დარგობრივი პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

"დელივო" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

"დელივოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "დელივოს" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |