www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამეცნიერო პროექტების მიღება მეცნიერების დარგებში
მომწოდებელი: საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები
გამოქვეყნდა: 5 თებერვალი / განცხადების ვადა: 8 აპრილი

"საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები" აცხადებს სამეცნიერო პროექტების მიღებას მეცნიერების ყველა დარგში (საბუნებისმეტყველო, სოციალური, ჰუმანიტარული, გამოყენებითი მეცნიერებანი, ინჟინერია, საინფორმაციო ტექნოლოგიები, მედიცინა) ევროკავშირის ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსზე წარსადგენად.

მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ სამეცნიერო ნაშრომის მოკლე/ძირითადი შინაარსი (აბსტრაქტი) ქართულ ენაზე თავისუფალი ფორმით.

მომდევნო ეტაპზე ჩატარდება დასწრებული ტური, სადაც პროექტების ავტორებმა უნდა წარადგინონ საკუთარი ნაშრომები მოწვეული სამეცნიერო ჟიურის წინაშე.

დასწრებულ ტურში პირველ ადგილზე გასული პროექტები ნომინირებული იქნება ევროკავშირის ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 2024 წელს სექტემბერში პოლონეთში ჩატარდება.

ევროკონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებულ ყველა ძირითად ხარჯს აანაზღაურებს ევროკომისია.

პრიორიტეტი მიენიჭება ორიგინალურ, გამოყენებად და ინოვაციურ პროექტებს.

აბსტრაქტების გამოგზავნა შესაძლებელია ელ. მისამართზე: eucontest24@gmail.com 2024 წლის 8 აპრილის ჩათვლით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |