www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ავტოდამტვირთველის მძღოლი
მომწოდებელი: ფაბრიკა 1900
გამოქვეყნდა: 5 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

"ფაბრიკა 1900" გოფრირებული მუყაოს შესაფუთი მასალების ყველაზე მსხვილი მწარმოებელია საქართველოში.

შესაფუთი მასალა, რომელსაც კომპანია ქმნის, არის ბიოდეგრადირებადი და კვლავწარმოებადი, მზადდება სერთიფიცირებული ევროპული ნედლეულისგან თანამედროვე მანქანა-დანადგარებით.

"ფაბრიკა 1900" აცხადებს ვაკანსიას ავტოდამტვირთველის მძღოლის თანამდებობაზე.

ვაკანტური ადგილების ოდენობა: 2

მოვალეობები:

** პროდუქციის დაუზიანებლად გადაადგილება;
** პროდუქციის შესაბამის ადგილზე, სტანდარტების გათვალისწინებით განთავსება;
** მუშაობის პროცესში უსაფრთხოების წესების დაცვა;
** ავტოდამტვირთველის ოპერატიული მოვლა-შენახვა;

მოთხოვნები:

** იდენტურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მართვის მოწმობა - B კატეგორია;
** სასურველია ავტოდამტვირთველის მართვის ლიცენზია/სერტიფიკატი;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

პირობები:

** ანაზღაურება - 1300 ლარი (ნეტი)
** სამუშაო გრაფიკი: სრული
** სამუშაო ადგილი: მცხეთა, სოფ. ძეგვი; ტრანსპორტირებას თბილისიდან (დიდუბის მიმდებარე ტერიტორია) და პირიქით უზრუნველყოფს კომპანია;
** სამუშაო სივრცე: წარმოების/წარმოების გარე ტერიტორია

თუ აკმაყოფილებთ თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულ მოთხოვნებს 2024 წლის 06 მარტის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: HR@Fabrica1900.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ავტოდამტვირთველის მძღოლი".

რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, "ფაბრიკა 1900"-მა დასაქმების მიზნით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება კომპანიის ბაზაში 1 წლის ვადით.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე - +995 595222774

"ფაბრიკა 1900" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |