www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აღმზრდელ-ფსიქოლოგი
მომწოდებელი: აზროვნების აკადემიის საბავშვო ბაღი
გამოქვეყნდა: 5 თებერვალი / განცხადების ვადა: 5 მარტი

"აზროვნების აკადემიის საბავშვო ბაღი" აცხადებს ვაკანსიას აღმზრდელ-ფსიქოლოგის პოზიციაზე.

პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო განაკვეთი: სრული
** ხელფასი სრულზე: 850 ლარი

ვებგვერდი: https://azrovnebisakademia.ge

ჩვენ თქვენ გთავაზობთ:

** კორპორაციული დაზღვევა (უფასო) 6 თვის შემდეგ (სრულ განაკვეთზე)
** მზარდი ხელფასი
** თანამშრომლების პროფესიული განვითარება (ტრენინგები/კურსები)
** აზროვნების აკადემიის კურსებზე 50% ფასდაკლება
** სალონურ საუბრებზე უფასო დასწრება
** ჩვენი გამომცემლობის წიგნებზე 50% ფასდაკლება
** გექნებათ განვითარების შესაძლებლობა და დასაქმება აზროვნების აკადემიის მოზარდების კურსებზე

ბავშვების და პედაგოგების რაოდენობა ჯგუფში:

** 2/3 წლის ასაკის ჯგუფში მაქსიმუმ 12 ბავშვი და 3 პედაგოგი
** 3/4, 4/5 და 5/6 წლის ასაკის ჯგუფებში მაქსიმუმ 15 ბავშვი და 2 პედაგოგი

სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი: 09:00-დან 18:00-მდე / 10-დან 19:00-მდე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სასწავლო პროგრამებზე დაყრდნობით შეიმუშაოს მოკლევადიანი და გრძელვადიანი სამუშაო გეგმა
** თვითგამოხატვის, კრეატიულობის ან/და მოტორული უნარების განსავითარებლად რელევანტური აქტივობების ჩატარება
** ფსიქოლოგიურად უსაფრთხო გარემოს შექმნა
** ბავშვის დამოუკიდებელი უნარების წახალისებაზე ზრუნვა
** ბავშვთა ბიო-ფსიქო-სოციალურ განვითარებაზე მუშაობა და შესაბამისად ინდივიდუალური განვითარების გეგმის შედგენა

კვალიფიკაცია:

** სასურველია განათლება ფსიქოლოგიის ან პედაგოგიკის მიმართულებით
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, გამართული მეტყველება
** უნდა იცოდეს: ბავშვის ასაკობრივი თავისებურებები

საჭირო თვისებები და უნარები:

** ბავშვთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა

გთხოვთ, თქვენი CV ქართულ ენაზე გამოგზავნოთ ელფოსტაზე: hr@azraki.ge და ელფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

წარმატებას გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |