www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უფროსი ტექნიკური სპეციალისტი
მომწოდებელი: შატო მუხრანი
გამოქვეყნდა: 5 თებერვალი / განცხადების ვადა: 29 თებერვალი

სს "შატო მუხრანი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ტექნიკური სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: სოფ. მუხრანი, მცხეთა
განაკვეთი: სრული

პოზიციის როლი:

ამ პოზიციაზე დანიშნულმა პირმა უნდა შეძლოს, როგორც ტექნიკური სამუშაოების პირადად შესრულება, ასევე უმცროსი ტექნიკური სპეციალისტების ჯგუფის მართვაც. ჯგუფის წევრების ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა და შესრულების კონტროლი.

ძირითადი მოვალეობები:

** ტექნიკური სამუშაოების დროში დაგეგმვა და მათი შესრულების პირადად და/ან ჯგუფის მიერ უზრუნველყოფა; სამუშაოების დროში შესრულების და დროითი დისციპლინის მკაცრი კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელთან ანგარიშის წარდგენა;
** საწარმოს ტექნიკის და დანადგარების გამართულობის უზრუნველყოფა;
** ძირითადი ინფრასტრუქტურის გამართულობის უზრუნველყოფა, ხარჯების აღრიცხვიანობის სწორად წარმოება (გაზი, წყალი, ელ.ენერგია, საკანალიზაციო სისტემა);
** საწარმოში არსებული ყველა კომუნიკაციის გამართულად მუშაობის კონტროლი (ელ-გაყვანილობა, ოპტიკა, IT-ქსელები);
** საწარმოს ტექნიკური იარაღების, მოწყობილობების და მასალების (მარაგ-ნაწილების) მოვლა და ეფექტიანად ხარჯვა;
** შენობა-ნაგებობებში და ტერიტორიაზე წყალ-კანალიზაციის გამართული მუშაობის, მისი რემონტის, გამწმენდი ნაგებობების მუშაობის ორგანიზება;
** ტექნიკური სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულება;
** შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციის მუდმივი მონიტორინგი.

კვალიფიკაცია და უნარები:

** განათლება საინჟინრო ან სხვა ტექნიკურ სფეროში;
** სამუშაო გამოცდილება ტექნიკურ სფეროში;
** ენერგეტიკის, მექანიზაციის და ტექნიკური დანადგარების ცოდნა;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
** სიახლეების სწავლის სურვილი;
** შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის ნორმების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა ;
** ინგლისური ენის ელემენტარულ სალაპარაკო დონეზე ცოდნა;
** ელემენტარული ფინანსური ანგარიშგების ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე recruitment@mukhrani.com არაუგვიანეს 2024 წლის 29 თებერვლისა. გთხოვთ, საგნის ველი (Subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: უფროსი ტექნიკური სპეციალისტი.

მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.

წარმატებას გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |