www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: რუსთავის აზოტი
გამოქვეყნდა: 5 თებერვალი / განცხადების ვადა: 5 მარტი

სს "რუსთავის აზოტი", რომელიც 2023 წლიდან არის საერთაშორისო კორპორაცია "Indorama"-ს წევრი აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: სრული
** სამუშაო ადგილი: რუსთავი
** გამოსაცდელი პერიოდი: 6 თვე
** ანაზღაურება: შეთანხმების მიხედვით

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის (მათ შორის ხელშეკრულებების, სარჩელების, საჩივრების, აქტები, დასკვნები, განცხადებები და სხვა) შედგენა/განხილვა;
** საჭიროებისამებრ, სასამართლო/სააღსრულებო პროცესთან დაკავშირებული საქმის მასალების მომზადება და დავების წარმოება;
** სამართლებრივი შეფასება და კონკრეტულ საქმეზე დასკვნის მომზადება;
** იურიდიული კუთხით რისკების იდენტიფიცირება და რეაგირება;
** კომპანიის საქმიანობისთვის საჭირო დოკუმენტაცია/ლიცენზიების ან სხვა საჭირო უფლებების მოსაპოვებლად დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამის ორგანოებში წარმომადგენლობა;
** დოკუმენტაციის აღრიცხვა და დაარქივება;
** საკანონმდებლო ბაზის ცვლილებებთან დაკავშირებით მენეჯმენტის დროული ინფორმირება;
** კომპანიის სამართლებრივი უზრუნველყოფისთვის საჭირო სხვა სამუშაოების შესრულება

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება (ბაკალავრი, მაგისტრი);
** აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (სამოქალაქო/ადმინისტრაციული მიმართულებით);
** საქართველოს კანონმდებლობის ცოდნა;
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია
** ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით, ასევე ადვოკატთა ასოციაციის წევრობა ჩაითვლება უპირატესობად;

საჭირო პიროვნული უნარები:

** ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** საკითხის მიმართ პოზიტიური მიდგომისა და გადაჭრის უნარი;
** სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
** ანალიტიკურად აზროვნება;
** ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: rustaviazot.hr@ge.indorama.com და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |