www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამედიცინო ხარისხის კონტროლისა სამსახურის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: მედკაპიტალი
გამოქვეყნდა: 5 თებერვალი / განცხადების ვადა: 5 მარტი

შპს "მედკაპიტალი" 2012 წლიდან წარმატებით ახორციელებს თავის საქმიანობას ჯანდაცვის სფეროში, კერძოდ, საოჯახო მედიცინის დარგში და პაციენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის ამბულატორიულ მომსახურებას. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 450 თანამშრომელი და დარეგისტრირებულია 140 000 ბენეფიციარი.

პოზიციის დასახელება: სამედიცინო ხარისხის კონტროლისა და უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი;
ანაზღაურება: შეთანხმებით;
ადგილმდებარეობა: თბილისი, ილია ვეკუას 18;
სამუშაო დრო: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-17:30

სამუშაოს მოკლე აღწერა:

** კლინიკაში ხარისხის მართვის სისტემის უზრუნველყოფა;
** კლინიკური აუდიტის პროცესში მონაწილეობა;
** კლინიკის სამედიცინო პერსონალის უწყვეტი განვითარების პროცესში ჩართულობა;
** სამედიცინო დოკუმენტაციის, მათ შორის, კლინიკის შიდა ელექტრონულ სისტემაში არსებული ინფორმაციის, რეგულაციების შესაბამისად, წარმოების უზრუნველყოფა;
** პაციენტებისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის უწყვეტი მონიტორინგი;
** საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ნორმატიული აქტებით და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული გაიდლაინების შესაბამისად, სამედიცინო მომსახურების სრული ციკლის მონიტორინგი;
** სამედიცინო პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს პერიოდულ შეფასებაში ჩართულობა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამედიცინო და/ან ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ორ წლიანი სამუშაო გამოცდილება (ამბულატორიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** ამბულატორიული სერვისების თანამედროვე სტანდარტების, კანონმდებლობის, რეგულაციების ცოდნა;
** გუნდის მართვის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

სხვა უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სიახლეების ათვისების უნარი;
** გუნდის მართვის უნარი.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გამოგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: HR@Medcapital.ge 2024 წლის 29 თებერვლის ჩათვლით. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ათი სამუშაო დღის განმავლობაში.წარმატებას გისურვებთ!

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

მედკაპიტალი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |