www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ქებული კლიმატი
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

კომპანია "ქებული კლიმატი" 2005 წლიდან ოპერირებს ბაზარზე, რომელიც გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე და ქვეყნის მასშტაბით 12 ფილიალითაა წარმოდგენილი.

კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიას გაეცნოთ ვებ.გვერდზე: https://qebuli-climate.ge/

კომპანია "ქებული კლიმატი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

პოზიცია ექვემდებარება: კომერციულ დირექტორს
ვაკანტური ადგილ (ებ)ის რაოდენობა: 1
აპლიკაციის/CV მიღების ბოლო ვადაა: 06.03.2024
ვაკანტური თანამდებობის ზოგადი მიზანი:  ბრენდის პოპულარიზაცია და პროდუქციის გაყიდვების ხელშეწყობა

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბბაზრის ანალიზის ჩატარება და გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება
** ასორტიმენტის მატრიცის შედგენა მომხმარებელთა საჭიროებების გათვალისწინებით;
** კომპანიისთვის საინტერესო, ტენდერების მოძიება, მონაწილეობის მიღება და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
** კლიენტებთან შეხვედრა და პრეზენტაციების ჩატარება; პროდუქტების შეთავაზება;
** გაყიდვების განყოფილების გუნდისა და სტრუქტურის ფორმირება
** კლიენტებთან ურთიერთობის და გაყიდვების ეფექტური მართვა;
** გაყიდვების თანამშრომლების სამოტივაციო სისტემის ჩამოყალიბება;
** კონკურენტი კომპანიების მუშაობის სტრატეგიის შესწავლა და ანალიზი;
** გაყიდვების გეგმის შემუშავება და მისი განხორციელების უზრუნველყოფა
** მენეჯმენტისათვის გუნდის მიერ გაწეული საქმიანობის შედეგების შესახებ ყოველთვიური რეპორტინგის მომზადება და წარდგენა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკა, ფინანსები);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** დამატებითი საკვალიფიკაციო ტრენინგები (გაყიდვები/, პროექტის მართვა და საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემაზე);
** რუსული და ინგლისური ენის ფლობა;
** ბაზრის კვლევის მეთოდებისა და ანალიზის ცოდნა;
** ფინანსური დაგეგმარების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** პროდუქციის თვისებების შესწავლის მზადყოფნა .

სამუშაო პირობები:

სამუშაო გრაფიკი: სრული, 09:00-18:00 მდე, კვირაში 5 სამუშაო დღე, ორშ-პარ ჩათვლით
ანაზღაურების დიაპაზონი: 3000 ლარიდან (ხელზე ასაღები) გადაწყდება კვალიფიკაციის შესაბამისად
სამუშაო ადგილი: თბილისი, ეთერ ბოცვაძის ქ. #4; ქებული კლიმატის სათაო ოფისი

 სოციალური პაკეტი:

**  ჯანმრთელობის დაზღვევა
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
** კვებით უზრუნველყოფა;

შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა წერილობითი ხელშეკრულება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით.

ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად

დასაქმებულის უფლებები:

ჩვენთან დასაქმებული სარგებლობს  შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით,   კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე  დასაქმების შემდგომ პერიოდშიც.

წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, ისევე როგორც მუშაობის შემდგომ პერიოდში დაუშვებელია რაიმე სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.


საბუთების მიღება:

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@qebuli.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება;  

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კომპანია ქებული კლიმატის  მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, დადგინდეს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობა.  
  
შენიშვნა:

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. კომპანია ბოდიშს უხდის ყველა კანდიდატს, რომ მათი ინფორმირება ვერ მოხდება ინდივიდუალურად, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური პოზიციისთვის.  

კონკურსის პირობები და ეტაპები: კანდიდატების შეირჩევიან მოკლე სიისა და გასაუბრების საფუძველზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |