www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: Biograpi Living
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

ვისოლ ჯგუფის წევრი, უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია - "ბიოგრაფი ლივინგ" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა და საკვალიფიკაციო უნარები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:

ძირითადი მოვალეობები:

** შემომავალი და გამავალი ზარების განხორციელება;
** პროდუქტის სრულყოფილად ფლობა და ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
** კლიენტებთან ურთიერთობა - ტელეფონის, მეილის, სოციალური ქსელის საშუალებით;
** სოციალური ქსელის სხვადასხვა არხებში შემოსულ შეტყობინებებსა და კომენტარებზე პასუხი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა და საკითხის დროულად მოგვარება;
** ლიდების გენერირება;
** CRM სისტემაში მუშაობა;
** რეპორტინგის წარმოება უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
** მომხმარებელთან ურთიერთობის ან სატელეფონო ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი.

შესაბამისი გამოცდილების და ინტერესების მქონე კანდიდატებს გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი ინტერესი შემდეგ მეილზე რეზიუმეს გამოგზავნით: Career@biograpi.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |