www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ღამის ცვლის მენეჯერი
მომწოდებელი: იზივეი
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

ლოჯისტიკური და საკურიერო ტიპის კომპანია შპს "იზიგრუპ" აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი (საწყისი);
** გრაფიკი: 17:00-02:00, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით;
** მდებარეობა: თბილისი, დიდუბე, გუდაუთის 7;

ძირითადი მოვალეობები:

** აწარმოოს ტვირთის დროული და უსაფრთხო ჩატვირთვა და გადმოტვირთვა;
** ტვირთის და თანამშრომლების სწორი განაწილება;
** თანამშრომელთა მუშაობის პროცესში ჩართულობა და დროის სწორი დაგეგმარება;
** შემოსული პროდუქციის გადმოტვირთვა, დახარისხება, დასაწყობება;
** ტვირთის შეფუთვა მოთხოვნის შესაბამისად და დატვირთვა;
** საწყობის მენეჯერის მითითების შესაბამისად საწყობის დასუფთავება მოწესრიგება.

კომპანიის ძირითადი მოთხოვნები:

** პუნქტუალური და ენერგიული ძირითადი მოთხოვნაა;
** ტვირთის მიღების, დახარისხების, დასაწყობების გამოცდილება;
** აუცილებელია ჰქონდეს სასაწყობე მტვირთავის მართვის გამოცდილება;
** საქართველოს რეგიონების და სოფლების ცოდნა (გეოგრაფიის) ჩაითვლება უპირატესობად;
** ქართულ ენაზე გამართული მეტყველების უნარი;
** თბილისის ქუჩების ზედმიწევნით კარგად ცოდნა.

ჩვენი უპირატესობები:

** გამართული სამუშაო პროცესი;
** მეგობრული სამუშაო გარემო.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და სწორი მენეჯმენტის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს: პირველი ეტაპი იქნება სატელეფონო გასაუბრება, ხოლო მეორე ეტაპზე ადგილზე გასაუბრება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან პირადი ინფორმაცია ელექტრონულ ფოსტაზე HR@easyway.ge და სათაურის ველში არ დაგავიწყდეთ ვაკანსიის დასახელების "ღამის ცვლის საწყობის მენეჯერი" მითითება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი კანდიდატურა.

კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ნომერზე, მხოლოდ სამუშაო საათებში 591005579.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |